“მონაკომ” “რეალის” რეკორდული შემოთავაზება უარყო

323

“მონაკომ” უარით გაისტურმა “რეალი”, რომელმაც კილიან მბაპეს შესაძენად რეკორდული თანხა შესთავაზა. ესპანური პრესის ინფორმაციით, სამეფო კლუბმა 18 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონი შესთავაზა “მონაკოს” და ტრანსფერი რომ განხორციელებულიყო, მსოფლიოს რეკორდი დამყარდებოდა.

მოგვიანებით “მონაკოს” ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ კლუბის მიზანი მომავალ წლებში მბაპეს შენარჩუნებაა.

ამ სეზონში მბაპემ 44 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზეა 26 გოლი, სატრანსფერო პორტალი მის ღირებულებას 10 მილიონად აფასებს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფრანგი ფეხბურთელით დაინტერესებულია “არსენალიც”.

Newstime