ნეიმარს მამამ “მანჩესტერში” გადასვლა ურჩია

208

ესპანური სპორტული პრესის ინფორმაციით, “ბარსელონას” ვარსკვლავის ნეიმარის მამა საკუთარ შვილს ურჩევს, “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდეს სათამაშოდ.

წყაროს ცნობით, უფროსი ნეიმარი უკმაყოფილოა იმით, რომ თავის შვილს “ბარსელონაში” ლიონელ მესის ჩრდილში უწევს ყოფნა, ხოლო სხვა გუნდში მისი აზრით, ნეიმარი შეძლებდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყო.

მიმდინარე სეზონი წინებთან შედარებით ნეიმარისთვის წარუმატებლად წარიმართა. მან მხოლოდ 19 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო “ბარსელონა” პრაქტიკულად მხოლოდ სამეფო თასის იმედადღაა დარჩენილი.

ბრაზილიელი ვარსკვლავი “ბარსელონაში” 2013 წელს “სანტოსიდან” გადავიდა.

Newstime