დღეში 1 საათი სირბილი 7 საათით გაგიხანგრძლივებთ სიცოცხლეს!

451

უამრავი დადებითის თქმა შეგვიძლია სირბილზე:კარგი მიზეზია გარეთ, სუფთა ჰაერზე გასასვლელად და კარგია გულის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ გარდა ამისა მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ვარჯიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

ბოლო კვლევების შედეგებით, სირბილი 25-დან 40%-მდე ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს.

მკვლევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი 55 000 მონაწილის დახმარებით. კვლევამ აჩვენა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა სიჩქარით მოძრაობდნენ, ან რა მანძილს გადიოდნენ ცდის პირები, მათი ნაადრევი სიკვდილიანობის რისკი 40%-ით შემცირდა. მკვლევრები ანალოგიურად დააკვირდნენ სხვა ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებს, მათ შორის მათ ვინც სიგარეტს ეწევა, ალკოჰოლს იღებს და მძიმე წონა აწუხებს.

ამგვარად, მკვლევრების დასკვნით დღეში 1 საათი სირბილი 7 საათით გაგიხანგრძლივებთ სიცოცხლეს.

Newstime