“საიას”სკანდალური კვლევა -მოსამართლე ნაზღაიძის ძმას უძრავი ქონება უსაფუძვლოდ გადაეცა

339

8 ჯერ უფრო ძვირად ჩამორთმეული ქონება – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვლევას აქვეყნებს. საქმე თბილისის მერიის მიერ ზვიად ნაზღაიძისთვის სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონების სამართლებრივ მხარეს ეხება.

შესწავლილი დოკუმენტაციის საფუძველზე საია სამართალდამცავ ორგანოებს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის წევრები ამ წუთებში დოკუმენტს საკრებულოს დეპუტატებს აცნობენ.

საიაში განმარტავენ, რომ ნაზღაიძისთვის ქონების გადაცემა მუნიციპალიტეტის შესაბამისი საჯარო მოხელეების მხრიდან, შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

ვარაუდს საია რამდენიმე არგუმენტით ამყარებს. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ უსაფუძვლოა მერიის პოზიცია, რომ ნაზღაიძეს გადაუდებელი საჭიროების გამო ჩამოერთვა ქონება, რადგან იმ დროისათვის ქონების მფლობელი იყო არა ზვიად ნაზღაიძე, არამედ საქართველოს ბანკი.

„ამ ეტაპზე უკვე არის დასაბუთებული ის ეჭვები, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ ამ საქმით და შეისწავლონ კონკრეტული საჯარო მოხელეების მხრიდან ხომ არ ჰქონდა ადგილი დანაშაულს. რატომ მოექცა თბილისის მუნიციპალიტეტი ასე განსხვავებულად კონკრეტულ მოქალაქეს და კანონის დადგენილი წესის აცდენით, მაშინ როდესაც ის არც კი შეიძლება სარგებლობდეს 13 ივნისს დაზარალებულის სტატუსით. ბუნებრივია ის კითხვები, რომლებიც ამ საქმეში ჩნდება, იმსახურებს შესწავლას და პასუხის გაცემას, როდესაც ამ საქმეს აქვს კონკრეტული კონტექსტი და ეს მოქალაქე არის ერთ-ერთ ყველაზე უფრო რეზონანსული საქმის განმხილველი მოსამართლის ოჯახის

Newstime