გვიან ღამით GPC-ის აფთიაქი დააყაჩაღეს

233

ყაჩაღობა დიდ დიღომში. გვიან ღამით რამდენიმე პირი მესამე მიკრორაიონში მდებარე GPC-ის ერთ-ერთი აფთიაქში შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია მცირე რაოდენობის თანხა.

თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის დეტალები არ კონკრეტდება. სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ყაჩაღობას გულისხმობს.

Newstime