ექსკლუზივი- “სოდის” ყოფილი მაღალჩინოსანის სკანდალური განცხადება

403

ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში დაზარალებული პირები სასამართლოს მიმართავენ, როდესაც საქმე ეხება დაკარგული ქონების, შელახული ღირსების კონპენსირებას, სახელმწიფო განზე დგება და აღნიშნული საკითხების ეტაპობრივად მოგვარებას ჰპირდება საზოგადოებას.ფაქტი ერთია საკმაოდ ბევრია იმ რეპრესირებული ,სამსახურიდან გათავისუფლებული, ქონებაჩამორთმეული თუ უკანონოდ დაკავებულ პირთა ოდენობა, რომლებსაც სახელმწიფომ უნდა მოუსმინოს და მნიშვნელოვანი პრობლემები დაუყოვნებლივ გადაჭრას.

საყურადსაღებოა ისიც,რომ ძალიან ბევრი ადამიანი სამართლიანობის აღდგენაში სწორედ დაკარგულის დაბრუნებას მიიჩნევს.

ჩვენი ერთ-ერი რესპოდენტიც ნაციონალური მოძრაობის დროს, მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და საკმაოდ სკანდალური, რეზონანსული საქმის დეტალებს გვიყვება, რომელიც ჯერ-ჯერობით გამოუძიებელია. საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნული პიროვნება ეგრეთწოდებული(სოდის) ყოფილი მაღალჩინოსანი, ვასილ კვერნაძეა.

როდის დაიწყეთ მუშაობა ეგრეთწოდებულ „ ძალოვან „ სტრუქტურებში და რატომ  დაიწყო თქვენზე სისხლის სამართლებრივი ძებნა?

2002 წლიდან  იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის  პარალელურად ვმუშაობდი ქუთაისის საგამოძიებო ნაწილში გამომძიებლის თანაშემწედ, 2004 წლიდან ვიმუშავე გამომძიებლის თანაშემწედ ქუთაისის საქალაქო  პროკურატურის საგამომძიებლო ნაწილში. 2005 -2007 წლებში ვმსახურობდი შსს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოში, 2007 წელს  25 დეკემბერს მუშაობა დავიწყე შსს სპეციალურ  ოპერატიულ დეპარტამენტში (სოდ) ნარკომანიის მთავარ სამმართველოში, ერთ-ერთ სამსახურში, უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე, ერთი წლის შემდეგ დავწინაურდი  იგივე სამსახურში განსაკუთრებით მნიშვნელოვან  საქმეთა გამომძიებლის თანამდებობაზე. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი წლვლილი შევიტანე  ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ მიმართულ არაერთ მნიშვნელოვან ღინიძიებაში. მონაწილეობა მაქვს ასევე მიღებული 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის წინააღმდეგ, პირველივე დღიდან ვიმყოფებოდი ცხელ ხაზზე აქტიურ საბრძოლო ზონაში, ეს დღეები ჩემს მეგობრებთან ერთად გავიარეთ სულისკვეთებითა და სამშობლოს სიყვარულით. 2012 წლის სექტემბერში ჩემივე პროფესიული დამსახურებიდან გამომდინარე მოხდა ჩემი დაწინაურება და  გავხდი ორგანიზებულ  დანაშაულთა  წინააღმდეგ ბრძოლის  სამამრთველოში ერთ-ერთი სამსახურის უფროსის მოადგილე, აღნიშულ სამსახურში ვმუშაობდი 2012 წლის მარტის თვემდე, სანამ მოხდებოდა ჩემს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, მაგრამ მანამდე გარკვეული დროის განმავლობაში დევნა და ფარული თვალთვალი მიდიოდა ჩემი ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე, ამ თემაზე ვრცლად ქრონოლოგიურად მოგახსენებთ.

რას იტყვით პოლიტიკურ რეპრესიებზე? მონაწილეობდა თუ არა მასში თქვენი სამსახური?

პოლიტიკური რეპრესიები როგორც ჩემთვის იყო ცნობილი, ხდებოდა თითქმის ყველა ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანების მიმართ, გამსაკუთრებით კი მასიური სახე მიიღო 2009 წლიდან, როცა ქალბატონი ნინო ბურჯანაძე გადავიდა  ოპოზიციაში  და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დაიწყო მოსახლეობის ფართომაშტაბიანი აქციები და აღნიშნული გაგრძელდა 2011 წელსაც, მაისის ცნობილი მოვლენების დროსაც, მაგრამ პოლიტიკური შურისძიების კულმინაცია  26 მაისი იყო. მთელი ამ პერიოდების განმავლობაში კიდევ ეთხელ ვაცხადებ რომ, არაერთი მცდელობისა ჩემს მიმართ მონაწილეობა მიმეღო ე.წ. პოლიტიკურ შეკვეთებში, თუმცა ეგ ჩემთვის მიუღებელი იყო როგორც პროფესიულად ასევე მორალურადაც და ყოველთვის ვაკეთებდი მხოლოდ იმ საქმეს, რომელიც მიმართული იყო მხოლოდ ნარკორეალიზატორებთან ბრძოლისაკენ.  ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი პოლიტიკურ დაკვეთებს და რათქმაუნდა ეს პოზიცია ხმამაღლა იყო გაჟღერებული ჩემს ზემდგომ პირებთან  და შემდეგ როგორც გაირკვა ისინი მიმიჩნევდნენ ერთ-ერთ ოპოზიციურად განწყობილ თანამშრომლად. აღნიშნული დამოკიდებულება რათქმაუნდა აისახა იმ  ქმედებებში რაც ჩემს მიმართ შემდგომ სისხლისამართლებრივი დევნის განხორციელებაში გამოიხატა. ჩემთვის ადამიანური თვალსაზრისით ყველაზე შემაძრწუნებელი იყო ის რაც მე 26 მაისს  ქალაქის სამმართველოში  ვნახე.

 რა ხდებოდა 26 მაისს თბილისის სამმართველოში?

რუსთაველის გამზირზე მომხდარი ვინაიდან იქ  დარბევაში რათქმაუნდა მონაწილეობა არ მიმიღია და საერთოდ სხვაგან ვიმყოფებოდი, კადრები კი მოგვიანებით ტელევიზიით ვნახე, მაგრამ ამდენი დასახიჩრებული ადამიანის ხილვის შემდეგ რომელიც თბილისის სამმართველოს ეზოში და მისაღებში ეყარნენ, იზოლატორში მოთავსების მიზნით გრძელ რიგში, ჩემს სამუშაო ოთახში ასვლისთანავე ხმამაღლა გავაპროტესტე და აღნიშნული სისასტიკის ჩამდენი პირები უწმაწური სიტყვებითაც მოვიხსენე.

არსებობდა თუ არა ეგრეთწოდებული პოლიტიკური შეკვეთები და ვინ მონაწილეობდა მასში?

არასდროს არ მიმიღია მონაწილეობა ეგრეთ წოდებულ „პოლიტიკურ შეკვეთებში“მიუხედავად იმისა,რომ როცა ხდებოდა ჩვენს  ქვეყანაში აქციები სხვადასხვა ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიებისა,  ამ პერიოდში როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, მთავრობისათვის არასასურველი პირების მიმართ ხდებოდა გარკვეული რეპრესიები, რაზეც ზოგადად ვიგებდი ხოლმე, ვინადან  ჩემმა ხელმძღვანელებმა იცოდნენ რა, ჩემი დამოკიდებულება  აღნიშნული საკითხების მიმართ, ინფორმაცია კონკრეტულ ფაქტებზე ჩემთვის ხელმისაწვდომი არ იყო, მაქსიმალურად მარიდებდნენ აღნიშნულ თემებს.

 

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ 2012 წლის მარტში მოხდა ჩემი დაბარება შსს გენერალური ინსპექციაში სადაც  ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყეს ჩემს მიმართ „საქმის შეკერვა“ საერთოდ აფსურდულ და გამოგონილ ფაქტზე, აქვე განგიმარტავთ რომ ჩემს წინააღმდეგ ე.წ. საქმის შეკერვაში გამოიყენეს  2009 წელს  ქ. ზესტაფონში ჩემს მიერ დაკავებული  ნარკორეალიზატორი ძმები წითელაშვილებიდან ერთ ერთი ძმა ზვიად წითელაშვილი და მისი მეუღლე ქეთევან ქარქაშაძე, ზ.წითელაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „სუბეტექსი“ ევროპიდან საქართველოში შემოჰქონდა და  გარკვეული დროის განმავლობაში ეწეოდა მის  რეალიზაციას. აღნიშნული დანაშაულისათვის ის უკვე სასჯელს (16 წლით თავისუფლების აღკვეთას) იხდიდა საპატიმროში, რა დროსაც მას ჩემს წინააღმდეგ გამოგონილი ჩვენების მიცემის სანაცვლოდ, შსს გენერალური ინსპექციისა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლები მას, შეღავათიანი პირობებით საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და თავისუფლებას დაპირდნენ.

შსს გენერალურ ინსპექციაში დაკითხვისას ჩემზე ადგილი ჰქონდა ზეწოლას და მუქარას შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მხრიდან. მათ მოწმის სტატუსით მყოფ პირს დამადეს ხელბორკილები და დაახლოებით 8 საათის განმავლობაში ზეწოლითა და მუქარით ცდილობდნენ მათთვის სასურველი ჩვენების მიღებას.  ჩემს გარდა ასევე დაკითხული იყვნენ სხვა თანამშრომლებიც, რომლებმაც დაკითხვის შემდეგ მითხრეს რომ, გენერალური ინსპექციის თანამშრომლები, მათზე ზეწოლით და მუქარით ცდილობდნენ ჩემზე მიეცათ ჩვენება, თუმცა  არცერთმა მათგანმა ეს  არ გააკეთა. როგორც ზემოთ ვისაუბრე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე მუდმივად მიმდინარეობდა თვალთვალი, განსაკუთრებით იმ პერიოდებში, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები. დაკითხვისას შსს გენერალური ისპექციის სამმართველოს უფროსი ლებანიძე, სამმართველოს უფროსის მოადგილე დიმა ვეკუა და სხვა თანამშრომლები, ზეწოლით და მუქარით მომიწოდებდნენ დანაშაულის აღიარებას, რაც ჩადენილი არ მქონია. მიუხედავად ზეწოლისა მე არ ვაღიარე დანაშაული რის შემდეგაც განმიცხადეს, რომ დამაკავებდნენ და  სასამართლო აუცილებლად მომისჯიდა  თავისუფლების აღვეთას და განმიცხადეს, რომ ციხეში გატარებული ყოველი დღე ჩემთვის იქნებოდა უმძიმესი. ცხადია ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მუქარა და ზეწოლა სხვადასხვა ფორმით გრძელდებოდა რამოდენიმე დღე. 2012 წლის 20 მარტს კი მიუხედავად დიდი ზეწოლისა და მუქარისა ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით, მე მაინც არ ვაღიარე დანაშაული და ოფიციალურად წარდგენილი აფსურდული ბრალი, რამაც მათი მხრიდან აგრესია კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა გამომძიებელ სოსო ობოლაძის ოთახში დაახლოებით 8 საათიანი ლოდინის  და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, ოთახში შემოვიდა დიმა ვეკუა და განმიცხადა, რომ ჩემი საკითხი გადაწყვიტეს, კერძოდ არ მოხდებოდა ჩემი დაკავება და აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენებდნენ გირაოს –  5000 ლარს.  მთელი იმ პერიოდის განმოვლობაში მუდმივად მიმდინარეობდა ზედამხედველი პროკურორის შაქრო ზაალიშვილის და მისი ხელმძღვანელის პროკურატურის დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის, ამჟამად იგივე დეპარტამენტის უფროსის მოადგილის  ბესიკ თხელიძის ინფორმირება მობილური ტელეფონების მეშვეობით. აღნიშნულის შემდეგ,  შემოთავაზებული იქნა საპროცესო შეთანხმება, რომელიც შ.ზაალიშვილის თქმით ბესიკ თხელიძემ შეათანხმა იმ დროინდელ იუსტიციის მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან და  შს მინისტრთან ივანე მერაბიშვილთან. აღნიშნულ საპროცესო შეთანხმებას მე თავიდანვე არ დავეთანხმე, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ ეს არ ყოფილა უკანასკნელი შემოთავაზება და მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს მთავარ პროკურატურაში აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ დამიბარეს და მაიძულებდნენ და მემუქრებოდნენ, რომ დავთანხმებოდი საპროცესო შეთანხმებას და მეღიარებინა დანაშაული, რომელიც რეალურად არ ჩამიდენია. ერთ–ერთი შეხვედრისას, სასამათლო სხდომის დასრულების შემდეგ, ჩემი ინტერესების დამცველი ადვოკატის თანდასწრებით, პროკურორმა შაქრო ზაალიშვილმა განმიცხადა, რომ როგორც პროკურატურაში ასევე შს სამინისტროში ყველამ იცოდა, რომ აღნიშნულ საქმეში ვიყავი უდანაშაულო, მაგრამ ჩემი ბრალდება იმ დანაშაულში, რომელიც არ ჩამიდენია „იმ დროისათვის იყო საჭირო და ყველასთან შეთანხმებული“. მიუხედავად ამდენი მუქარისა, როდესაც დარწმუნდნენ, რომ დაკავებისა და „ციხის“ მუქარით ვერაფერს გახდებოდნენ, მუქარა წამოვიდა ჩემი ოჯახის წევრების მისამართით. კერძოდ  ჩემი ძმის და და მამაჩემის მისამართით, რასაც მოაყოლეს, რომ მათი დაკავების საკითხიც ჩემს მიერ დანაშაულის არ აღიარების შემთხვევაში აუცილებლად დადგებოდა დღის წესრიგში. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ იძულებული გავხდი დავთანხმებოდი საპროცესო შეთანხმებას. თუმცა ცხადია გაჩნდება შეკითხვა, თუ რატომ მე და არა სხვა ის პირი, რომლებიც სამსახურებრივად მონაწილეობნენ ზემოაღნიშნულ ღონისძიებაში, მათ შორის ხელმძღვანელი პირები. მინდა ავღნიშნო, რომ  აღნიშნული მოხდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, ვინაიდან მე და ჩემი ოჯახი, ახლო ნათესაურ კავშირში ვიმყოფებით იმ დროისათვის ერთ–ერთ ოპოზიციური პარტიის ლიდერთან ნინო ბურჯანაძესთან და ჩემი დეიდაშვილი ზვიად ბერაძე, სასჯელს იხდიდა პოლიტიკური ნიშნით. ეს უკანასკნელი 2013 წელს გათავისუფდა პატიმრობიდან პილიტპატიმრის სტატუსით. ყოველივე აღნიშნული პირად საუბარში განმიცხადა ჯერ დიმა ვეკუამ და შემდგომ შაქრო ზაალიშვილმა  და გამაფრთხილეს, რომ აღნიშნული საქმისათვის პოლიტიკური ნიშანი არ მიმეცა, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ზემოთ მოყვანილ მუქარას რეალობად აქცევდნენ. სწორედ ეს  ყველაფერი გახდა იმის მიზეზი,  რომ მე ტირანიას არ და ვერ დავუპირისპირე ჩემი ოჯახის წევრები და საკუთარი თავი.

 

როგორ დასრულდა თქვენი საქმე?

ჩემი საქმის „წარმატებით დასრულების“ შემდეგ ნარკორეალიზატორ ზვიად წითელაშვილს შს სამინისტრომ და პროკურატურამ შეუსრულეს დანაპირები და გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება მინიმალური პირობებით და როგორც ჩემთვის ცნობილია დღეს უკვე განთავისუფლებულია ციხიდან.   ასევე გავარკვიე, რომ ჩემს მიმართ განხორცილებული ქმედებები უკავშირდებოდა იმ ფაქტებსაც, რომ ჩემი დეიდაშვილის ზვიად ბერაძის დაკავების გამო ლანძღვა-გინებით მოვიხსენიებდი იმჟამინდელ თანამდებობის პირებს ზ.ადეიშვილს და ვ.მერაბიშვილს, ასევე უკმაკოფილებას გამოვხატავდი 26 მაისს განვითარებული მოვლენების გამო და საერთოდ მქონდა პოლიტიკურად სხვა შეხედულებები.

.2012 წლიდან მოყოლებული ჩემი ბრალდების საქმის მასალებს გაეცნო არაერთი ადვოკატი და იურისტი და ყველას პოზიცია არის ერთმნიშვნელოვანი, კერძოდ ის რომ ჩემს ქმედებაში არ არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და საქმეში არსებობს უამრავი ხარვეზი, რომელიც მიუთითებს  ძალოვანი უწყებების სხვა მიზნებზე და ჩემს უდანაშაულობაზე. თუმცა დღემდე ვერ ვახერხებ ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას, იმის მიუხედავად, რომ საჩივრით მივმართე როგორც პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტს  2015 წლის 13 იანვარს, ასევე მთავარ პროკურატურას 2016 წლის 15 აგვისტოს და დღემდე არ მაქვს ოფიციალური ინფორმაცია რა ვითარებაა ჩემი საჩივარის ირგვლივ. მიუხედავად იმისა რომ პროკურატურას  საჩივრის შეტანიდან მალევე მივაწოდე ვიდეო ჩანაწერი რომელიც პირდაპირ ამტკიცებს ჩემს უდანაშაულობას და მთლიანად ცვლის „შეკერილი საქმის“ შედეგებს.

რატომ არ იძებს პროკურატურა თქვენს საქმეს?

 

პროკურატურის უმოქმედობა, რომელიც გარკვეულწილად სამათლებრივი ნორმების დარღვევაცაა ჩემში ამტკიცებს იმ აზრს, რომ  ჩემს საქმეთან დაკავშირებული ზემოთ დასახელებული პირები, როგორც შს სამინისტროში ასევე პროკურატურაში, რომლებზედაც ზემოთ ვსაუბრობდი, დღემდე ისევ მუშაობენ თავიანთ თანამდებობებზე და რიგ შემთხვევაში დაწინაურებულებიც არიან, ჩემი აზრით სწორედ აღნიშნული პირების ჩარევითა და მონდომებით ფერხდება ჩემი საქმის განხილვა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რადგანაც ასეთ შემთვევაში აუცილებლად დამტკიცდება ჩემი უდანაშაულობა და დღის წესრიგში დადგება ზემოთ დასახელებული მაღალჩინოსნების სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ჩემს მიმართ განხორციელებული ყველა უკანონო ქმედების გამო..მთელი ამ ხნის განმავლობაში მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი და მიჭირს თქვენთან ამ საკითხებზე საუბარი რადგანაც დამეთანხმებით ალბათ, რომ ძალიან მძიმეა ჩემთვის როგორც უდანაშაულო ადამიანისათვის მთელი 5 წელი ვიარო ამ ქვეყანაზე შეთითხნილი ბრალდებების გამო შეურაცყოფილმა, მე მთელი ჩემი ცოდნა და გამოცდილება მიმართული მქონა ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისკენ და ვცდილობდი ჩემი მცირედი წვლილი შემეტანა ქვეყნის მშენებლობაში, არასდროს არ მქონია სურვილი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის და როგორც სამართალდამცავი ყოველთვის მუშაობის პროცესში გამიჯნული ვიყავი აღნიშნულისაგან.

როგორც გითხარით, ჯერ კიდევ 2015 წელს მივმართე საქარველოს პარლამენტს ჩემს მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების შესახებ რომელმაც მასალები საქართვეოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა, თუმცა უშედეგოდ, ამის შემდეგ 2016 წლის 15 აგვისტოს საჩივრით მივმართე მთავარ პროკურორს და  დავასახელე ყველა ის მაღალჩინოსანი რომელიც უკანონოდ მომქედებდა ჩემს მიმართ და მალევე მივაწოდე ვიდეო მასალა, რომელშიც ნათლად ჩანს ჩემი უდანაშაულობა და ზემოთხსენებული პირების დანაშაულებრივი ქმედებები რომლებიც შემდგომ ჩემს მიმართ განახორციელდა, თუმცა აქაც პროკურატურა უმოქმედოა. მთელი ამ ხნის მანძილზე მე არაერთხელ მივმართე და მოვიკითხე ვითარება ჩემი საქმის გარშემო და პროკურატურაში ზეპირსიტყვიერად მითხრეს რომ მთავარ პროკურატუტაში გამოძიება დაიწყეს 2012 წელს ჩემს მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების გამო, მაგრამ სხვა რაიმე საგამოძიებო მოქმდება დღემდე არ ჩაუტარებიათ, საქმე რამოდენიმეჯერ გამოსაძიებლად გადასცეს სხვადასხვა გამომძიებელს მთავარ პროკურატურაში. ამას მხოლოდ ერთადერთ ახსნას ვაძლევ, კერძოდ პროკურატურის და შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს ბესიკ თხელიძეს, დიმა ვეკუას, ლებანიძეს და სხვა ჩემს საქმესთან დაკავშირებულ არცერთ პირს არ აწყობთ ჩემი საქმის გამოძიება რადგანაც აუცილებლად დადგინდება ჩემი უდანაშაულობა და მათი დანაშაულებრივი ქმედებები, არ აწყობთ სამართლიანობის აღდგენა და თავიანთი სამსახურეობრივი მდგომარეობით და გავლენებით ყველანაირად ცდილობენ ხელი შეუშალონ ჩემი საჩივრის და საქმის გამოძიებას.

მოამზადა მარიკა ფანჩულიძემ.

Newstime