თბილისში ახალი საფეიქრო ფაბრიკა გაიხსნა

353

კომპანია „მატერიამ“თბილისში ევროპული სტანდარტების, თანამედროვე ფაბრიკა ააშენა,სადაც ამ ეტაპზე 250-მდე ადამიანია დასაქმებული დამომავალში ეს ციფრი საგრძნობლად გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, თანამედროვე სტანდარტების ფაბრიკა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. კომპანია ,,მატერია“ ქართველი დიზაინერების პროდუქციას აერთიანებს და ორბრენდს, პრემიუმ კლასის „მატერიელი“ დასაშუალო შემოსავლიან სეგმენტზე გათვლილი „დოთსი“ ფლობს. მინისტრის განცხადებით, მსუბუქი მრეწველობის დარგი საქარველოში სულ უფრო ვითარდება და რაც, მთავარია დამატებითი სამუშაო ადგილები იქმნება.

,,პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომელმაც ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღო საწარმოების განახლებაში. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აქ არის წარმოდგენილი წარმოების სრული ციკლი -იდეიდან, მოდელირებიდან საბოლოო პროდუქტამდე. საკმაოდ დივერსიფიცირებული ბიზნესი აქვთ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა. მათ ეფექტურად აქვთ აწყობილი ბაზრებზე წვდომის არხებიც. ამ კომპანიისთვის ექსპორტზე წვდომა პრობლემას არ წარმოადგენს. ბრენდულ მაღაზიებს ხსნიან და ა.შ.“ -განაცხადა გიორგი გახარიამ.

,,მატერიელის“ ბრენდი ექსპორტზე ათამდე ქვეყანაში გადის (შვეიცარია, ავსტრალია, სამხრეთკორეა, რუსეთი,იტალია, ჩინეთი, სომხეთი, ყატარი, ქუვეითი, უკრაინა). კომპანიამ EBRD-სგან 1200000 ლარისოდენობის ბიზნესსესხი აიღო, რაც თანამედრო ვეტექნოლოგიის საწარმო ოხაზის შეძენას მოხმარდა.კომპანიის მაღაზიები თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე და ბათუმში სასტუმრო ,,ჰილტონში“ მდებარეობს. უახლოეს დღეებში კომპანიის პირველი მაღაზია შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში გაიხსნება.

,,ეს არის წარმატებული ბიზნესის აწყობის სრული ციკლის ძალიან კარგი მაგალითი. ჩვენი მხრიდან სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ინსტრუმენტებით დავეხმარებით მსგავს წარმოებებს და ამ კონკრეტულ წარმოებას. ვთვლი, რომ მსუბუქი მრეწველობა ის სექტორია, სადაც ჩვენ სერიოზული ზრდის პოტენციალი აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის, რადგან მსუბუქი მრეწველობა ის დარგია, სადაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა საკმაოდ ეფექტიანად და სწრაფად შეიძლება‘’- განაცხადა გიორგი გახარიამ.

„მატერია“უნიფორმებს ქართული ჯარისთვის, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციისთვის, მერიის დასუფთავების სამსახურისთვის, „საქართველოს ფოსტისთვის,“ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებისთვის კერავს.

“მატერიას“ წარმომადგენლების ინფორმაციით, სამომავლოდ ფეხსაცმლის ხაზის შექმნაც იგეგმება. ჰოლდინგის მიერ ნაწარმოები პროდუქცია ექსპორტზე კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში გავა.

Newstime