უბედური შემთხვევა კახეთში – ახალგაზრდა გოგონა თელავის ბაზარში მოულოდნელად გარდაიცვალა

171

თელავის აგრარულ ბაზარში მოულოდნელად ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს 30 -წლამდე ახალგაზრდა გოგონას მეუღლეც ახლდა.

„მეუღლე ამბობს, რომ გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. მისივე თქმით, სასწრაფო დახმარება გამოძახებიდან ნახევარი საათის დაგვიანებით მივიდა. თუმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან გოგონას გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა”, – ამბობს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი.
თელავის რაიონულ საავადმყოფოში კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრეს, რომ საავადმყოფოში შეყვანისას გოგონა გარდაცვლილი იყო.

„არის ასეთი დიაგნოზი – მყისიერი სიკვდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ადამიანი არ ავადობდეს, არაფერი აწუხებდეს, მაგრამ მოულოდნელად დაიღუპოს. ამას ჰქონდა ადგილი ამ შემთხვევაშიც. ოჯახის წევრებს არ უთქვამთ, რომ გოგონას ჯანმრთელობა აწუხებდა, ან წინა დღეებში თავს შეუძლოდ გრძნობდა. მათ გვამის გაკვეთაზე უარი თქვეს”, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის რაიონული საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების გამგემ, ლევან კირვალიძემ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო

Newstime