“რესპუბლიკურმა პარტიამ” საპარლამენტო სიის პირველი ნაწილი გამოაქვეყნა

146

“რესპუბლიკურმა პარტიამ” საპარლამენტო სიის პირველი ნაწილი გამოაქვეყნა. საპარლამენტო სიის პირველმა ნომერმა და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მედიასთან განმარტებები გააკეთა, თუ რა პრინციპით შეირჩნენ სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატები. უსუფაშვილმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა, რომ როგორც პარტიის ლიდერი, მზადაა დებატებში ჩაერთოს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და კოალიციის ლიდერებთან, მათ შორის ის მზადაა მიიღოს მონაწილეობა დებატებში პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთანაც.

“სია შედგენილია იმ პრინციპით, რომ ჩვე გვყავს ძალიან ძველი პოლიტიკოსები. მაგალიტთად, 40 წლის დაძველების ლევან ბერძერნიშვილი,25 წლისდ აძელების დავით უსუფაშვილი, ნოდარ ებანოიძე, ფრიდონ საყვარელიძე და სხვები. ჩვენ გვყავს ათი წლის დაძველების თინა ხიდაშელი და ხათუნა სამნიძე. გვყავს ორი სამი წლის დაძველების თამუნა ხიდაშელი თამუნა კორძაია, გიორგი თოდუა ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში. ასე რომ, სიაში წარმოდგენილი ვართ რესპუბლიკური პარტიის ყველა თაობა.” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა

– See more at: http://pirveliradio.ge/?newsid=71170#sthash.pfKpRwF7.dpuf

Newstime