ინციდენტი ბეშუმში:ლევან ვარშალომიძემ პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის შეწყვეტა სცადა

227

მაღალმთიან აჭარაში, ბეშუმში,  “შუამთობის” დღესასწაულზე მცირე ინციდენტი მოხდა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლისას ბეშუმში მყოფი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, მხარდამჭერებთან ერთად,  სცენაზე ასვლას შეეცადა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

ვარშალომიძის მომხრეები სკანდირებდნენ, გაუმარჯოს “ნაციონალურ მოძრაობას”.

ინციდენტის გამო, “შუამთობის” დღესასწაული მცირე ხნით შეფერხდა.

ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია.

 

Newstime