“დედამ შვილი მოკლა თქვენი მოკლე ჭკუით”, – რა წერილი გამოუგზავნა მაგდა პაპიძემ ციხიდან დას

123

“ჩემო ერთადერთო შვილო, შენი თავი ღმერთმა მაჩუქა და ქვეყნიერებამ წამართვა თოკო. სანამ დედიკოს მკერდი ტკივა, მანამდე ცოცხალი ხარ…” – ეს ფრაგმენტია ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის წერილიდან, რომელსაც პატიმრის და ლანა პაპიძე ფეისბუქის პირად გვერდზე ავრცელებს.

ვიდეოში, რომელიც ლანა პაპიძემ წერილს გადაუღო, ჩანს რომ წერილი რამდენიმეგვერდიანია და მასში ჩანაწერების გარდა ნახატებიცაა – ქალი, რომელსაც ხელში ბავშვი უჭირავს.

ბრალდებულის და ლანა პაპიძე წერს: “რა საოცარია ეს წინათგრძნობა! დილიდან აფორიაქებული ვარ და აი წერილები ციხიდან… ისევ შოკი… ისევ სტრესი… ისევ განცდები… როგორ გადავიტანო უშენოდ ეს წერილები მითხარი მაგდა როგორ…

გავაკეთებ ალბობს და ყველამ ნახოს გული ხომ უტყუარია… იმას გადმოცემს შენი გული რასაც ღამეები განიცდი საკანში… მე მჯერა შენი მაგდა მილიონი პროცენტი მჯერა ამ წერილების… ფურცხლებს ციხის სუნი ასდის… მე ისევ მოვკვდი ახლა, როცა ფოსტიდან ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა დიდი სქელი კონვერტით და ძალიან შეწუხებული სახით მკითხა: ”მაგდას და ხართ? დიახ… ცუდი ხომ არაფერია ვკითხე და უნდა დაგანაღვლიანო დაიკომ წერილები გამოგიგზავნათო…

ეცა ლიზი კონვერტს და სახე გაეყინა დედიკო ნახე როგორი წერილებია ნახატებითო… მე არ ვიცი მაგდა, მე აქ მიჭირს გაძლება და შენ თუ უფალი არ გაძლებინებს აბა როგორ გინდა ათიო ღამეები უშვილოდ და ყველას გარეშე… მე სანამ პირში სული მიდგია, შენთან ვარ და ხომ შეგპირდი სულ შენთან ვიქნები, იმიტომ რომ ჩემი ხარ! ჩემი სისხლი და ხორცი ხარ!!!

მიყვარხარ და წერილებში შენი ჩვეული ტერმინებით მელაპარაკები, ყოველი მესამე სიტყვაში მე მახსენებ ლანა…ლანა…ლანა…. ჰოოო ამ ლანას ჯერა შენი მაგდა !”- წერს ლანა პაპიძე ფეისბუკის პირად გვერდზე.

ამავე პოსტის კომენტარში, ლანა პაპიძე ამატებს: “ჰოო გაავრცელეთ, უყურეთ წაიღეთ ვიდეო… დედამ შვილი მოკლა თქვენი მოკლე ჭკუით და დღ

ეს ეს დედა ხატავს თოკოს… ტკივა ის მკერდი რომლითაც აჭმევდა რძეს თოკოს… ჰოოო უყურეთ თუმცა არ მიკვირს თქვენ ის საზოგადოება ადებდა მაგდას ხელს ვინც შვილს მოკლავდა… ქმარს მოკლავდა ….პოტენციური შვილის მკვლელი დედები იშვერდით თითებს მაგდასკენ….

დედა-შვილობის ფენომენი ჩემი მაგდას და თოკოს სიტუაციაშ შეუდარებელი იყო… იშვიათი დედა იყო მაგდა ამას ცოცხალი ღმერთის წინ ვამბობ და შენ ალბათ დაათვალიერებ მაგდას წერილებს რასაც ავტვირთავ და ოდესმე შენ პირისპირ შეგასკდები, იცი შენ ეს დრო ვერაფერს უშველის ჩემს გაცხოველებულ ნერვებს ბატონო!!

რაც დრო გადის და რაც კიდევ არ ჩანხარ, მიათმაგდება ეს ცხოველის ინსტიქტები მე თოკოს დეიდა ხელებიდან გამომაცალე ბავშვი და ამას დრო მოვა ხალხი გაიგებს ვინც გააკეთა ეს! არ არსებულია არ გასკდეს ფაქტები რომლებიც დღემდე დაფარულია გადალესილია ვითომ უკვალოდ…. არაფერია დაფარული რაც არ გამჟღავნდება” – წერს ლანა პაპიძე.

წყარო

Newstime