“ტანსაცმელი გაგვირეცხეს, გაგვიშრეს და ოთახი დაგვითმეს” – ბორჯომის პარკში დასველებული ხალხი სასტუმრომ შეიფარა

101

ბორჯომის პარკთან მდებარე საასტუმრო Crowne Plaza , გუშინ წვიმაში მოყოლილი ტურისტები შეიკედლა – ამის შესახებ “ფეისბუქის” ერთ-ერთი მომხმარებელი ლელა ნებიერიძე წერს.

“დღეს ბორჯომში ვინც იყო ეცოდინება რა ამინდი გადავიტანეთ,მემგონი წარღვნა იყო. სველები გალუმპულები ბავშვებით შეგვიფარა და გადაგვარჩინა სასტუმრო crowne plaza – მ არვიცი მადლობა როგორ გადავუხადოოთ,შევედით თუ არა ხალათები პირსახოცები , ჩაი ,ყავა ,საჭმელი ნუ არვიცი წარმოუდგენელი ყურადღება მოგვაქციეს ,წაიღეს ჩვენი გალუმპული ტანსაცმელი გაგვირეცხეს გაგვიშრეს, და ოთახი დაგვითმეს ,დარჩით ამ ღამე სად უნდა წახვიდეთო.ამა ყველაფერს იმიტომ ვწერ რომ მინდა იცოდეთ რომ კეთილი ხალხი არსებობს .ამ სასტუმროში დასვენებაზე ვერც ვიოცნებებდი.დიდი მადლობა სასტუმროს თითოეულ თანამშრომელს და რა თქმა უნდა სასტუმროს მეპატრონეს.ხვალ დილით პერსონალურად გადავუხდით მადლობას .მადლობა უფალოო დახმარებისთვის”,-წერს ნებიერიძე.

წყარო

Newstime