ჯონ მაკკეინი – “რაც არ უნდა ჩაედინა, სააკაშვილის დაპატიმრება არ შეიძლება”

157

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამ ფაქტს მკვეთრად უარყოფითად აფასებს.

ძვირფასო ახალი ხელისუფლებავ, მინდა შეგახსენოთ რა განსხვავებაა რიგით მოქალაქეს და ყოფილ პრეზიდენტს შორის, რიგითი მოქალაქე მოკვდავთათვის განკუთვნილი სტანდარტული უფლებებით სარგებლობს და ის თუ დანაშაულს ჩაიდენს რა თქმა უნდა პასუხიც უნდა აგოს, თუმცა როდესაც საქმე გვაქვს ყოფილ პრეზიდენტთან, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის არამარტო საქართველოს, არამედ ამერიკის განვითარებაშიც, ვფიქრობ ცოტა უხერხულია ასე უცერემონიოდ ადგე და დააპატიმრო, რადგან როგორც თავში ვთქვი ის რიგითი მოქალაქისგან განსხვავებით პრივილეგირებულია და რა დანაშაულიც არ უნდა ჩაედინა, მისთვის ბრალის წაყენება ყოვლად დაუშვებელია, ისევე როგორც სხვა მაღალჩინოსნების მიმართ გამოტანილი საქმეები.

მოგიწოდებთ გონიერებისკენ და სიფრთხილისკენ, რადგან თითოეული გადადგმული ნაბიჯი ბუმერანგის პრინციპით მოუბრუნდება თითოეულ ქართველს”– წერს მაკკეინი.

წყარო

Newstime