სააკაშვილის გაცემული “ნარუშილოვკებით” პროკურორები ხალხს ქუჩაში ხოცავენ

318

ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მის დაქვემდებარებაში მყოფ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს კანონზე მაღლა აყენებს. ამ სათაურით უკრაინულმა საინფორმაციო სააგენტო slovo.net-მა სკანდალური სტატია და ვიდეომასალა გამოაქვეყნა. სტატიაში მოყვანილია ფაქტები რომელიც, ოდესის ძალოვანი უწყების სხვადასხვა თანამშრომლების მხრიდან ე.წ. ნარუშილოვკების გამოყენების ფაქტებს ეხება და ხშირ შემთხვევაში “ნარუშილოვკების” გამოყენება სასჯელისათვის თავის არიდებისთვის ხდება.
გავრცელებული ინფორმაციით ამგვარ დარღვევებზე უკრაინელი მოქალაქეების მხრიდან უკვე ათასობით საჩივარია შესული პროკურატურაში, თუმცა უკრაინის გენპროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე, რომელიც ოდესის ოლქის მთავარი პროკურორიცაა არანაირ რეაგირებას არ ახდენს.
ე.წ. “ნარუშილოვკის” გამოყენების გზით ოდესის პროკურატურის თანამშრომელმა სოკოლოვსკიმ ოდესაში მდებარე კაფე “ბაზილიკში” დააშინა აღნიშნული კაფის მფლობელი და ხუთი დღის განმავლობაში უფასო მომსახურებით სარგებლობდა.
საინფორმაციო სააგენტო slovo.net-მა ასევე გაავრცელა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ არღვევს საოლქო პროკურორი რომან გოვდა მოძრაობის წესებს და შუქნიშნის წითელ ფერზე მაღალი სიჩქარით მიმავალი კლავს გოგონას, რის შემდეგაც იგი უპრობლემოდ აგრძელებს გზას. ამგვარი ფაქტები ოდესაში არცთუ ისე იშვიათია და მიხეილ სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირები კვლავ აგრძელებენ ე.წ. “ნარუშილოვკებით” კანონების უხეშ დარღვევას და მოქალაქეთა მკვლელობებს, წერს უკრაინული სააგენტო სლოვო ნეტი.

 

წყარო

Newstime