მხოლოდ ერთი მიზეზი – რატომ არ უნდა ვცემოთ ბავშვი

281

თუ ბავშვობაში მშობლები გცემდნენ, ალბათ ეს მომენტები სასიამოვნოდ არ გახსენდებათ. როგორც კვლევებმა აჩვენეს, ეს ნეგატიურად აისახება ადამიანის ფსიქიკაზე და სამომავლო განვითარებაზე.
როგორც ოსტინის და ტეხასის შტატების უნივერსიტეტების კვლევებმა აჩვენა, რაც უფრო მეტია ბავშვზე ფიზიკური ძალადობა (თუნდაც “წამოვარტყი“-ს პრინციპით), მით მეტია შანსი, რომ მას ფსიქიკასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნება და უფრო აგრესიული გაიზრდება. კვლევები 50 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 160 000-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო.
არც თუ ისე იშვიათად მშობლებს ჰგონიათ, რომ მსუბუქი ხელის წამორტყმა “კარგი პროფილაქტიკაა”. “კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო” – ამ პრინციპით ზრდის მშობლების გარკვეული ნაწილი შვილებს საქართველოში, შემდეგ კი ეს ბავშვები იზრდებიან და ტავად ძალადობენ შვილებზე ან ცოლებზე.

წყარო

Newstime