თურქეთში სირიელ გეის თავი მოჰკვეთეს

199

სირიელი გეი სტამბოლში თავმოკვეთილი იპოვეს. მუჰამედ ვისამ სანკარი რამდენიმე დღის წინ მოიტაცეს.
მისი მეგობრები ამბობენ, რომ სანკარის სხეული სერიოზულად იყო დაზიანებული და მისი ამოცნობა შარვლით გახდა შესაძლებელი.
მუჰამედ ვისამ სანკარიმ საკუთარი სახლი თურქეთის ცენტრალურ ნაწილში 23 ივლისს დატოვა და ის რამდენიმე დღის შემდეგ სტაბოლში მოკლული იპოვეს.
გეის მეგობრები ამბობენ, რომ იგი თურქეთის დატოვებას აპირებდა, ვინაიდან უსაფრთხოების გარანტიები არ ჰქონდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანკარი მანამდე მოიტაცეს და ის რამდენიმე მამაკაცმა გააუპატიურა.

Newstime