დავით სერგეენკო მოსახლეობას მიმართავს

191

მედიის წარმომადგენლებს, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ავტორიზებული აფთიაქების სანებართვო პირობებში შეტანილი ცვლილებები გააცნო.

სერგეენკოს განცხადებით, მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული დადგენილების მიხდვით, პასუხიმსგებელ ფარმაცევტს წამლის გაცემის პროცესის გაკონტროლების ვალდებულება ეკისრება. მათ პირველი ჯგუფის ფსიქტროპული მედიკამენტის ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში პროფესიული საქმიანობა სამი, ხოლო მეორე ჯგუფის მედიკამენტების გაცემის შემთხვევაში ერთი წლით შეეზღუდებათ.

მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვის ფაქტის აღმოჩენისას სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505-ზე დარეკონ, ყველა ზარზე უწყება რეაგირებას მოახდენს.

Newstime