თინათინ ხიდაშელი: ცხოვრებამ სად არ გადამისროლა, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება ჩემს თავს…

215

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს:

„დღეს დიდი განხილვლის დღეა

და ვისაც გჯერათ, რომ ამ ქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ, ადამიანები ვართ, თანამდებობების და სოციალური სტატუსის მიუხედავად, მთავარია ურთიერთობები რომელიც ცხოვრების გზაზე ერთმანეთს რომ გადავეყრებით მაშინ გვიყალიბდება, მაშინ ყველაზე მთავარი დღე ყოფილა დღეს ჩემთვის.

43 წლის ვარ და 18 წლიდან სულ მუდამ ვშრომობ, ცხოვრებამ სად არ გადამისროლა და რა არ გამოვცადე, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება ჩემს თავს..
წაშლილი კომენტარების, გულების, სიყვარულის ახსნების რაოდენობით შთაგონებული სტატუსია ეს.

მაინც მიყვარხართ იმ დღეებისთვის, რომელიც ერთად, წარმატებით გამოვიარეთ“, – წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

წყარო

Newstime