დინამო თბილისის მორიგი მარცხი და “ქართველი გულშემატკივრის” უცვლელი პრობლემები… (ვიდეო)

345

მოგეხსენებათ, რომ 2 აგვისტოს დინამო არენაზე გაიმართა მორიგი მატჩი, ზაგრების დინამოს წინააღმდეგ, სადაც დინამო თბილისი მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა და გამოემშვიდობა ჩემპიონთა ლიგას.

დავიწყოთ იქიდან, რომ მიუხედავად ზაფხულისა და შვებულებებისა დამსწრეთა რაოდენობა სავარაუდოდ 25 000 მაინც უნდა ყოფილო. ვფიქრობ, ატმოსფერო ნამდვილად შექმნილი იყო ჩვენი ბიჭებისთვის, რომ ბოლომდე დახარჯულიყვნენ.

ქართველი გულშემატიკვარი:

როგორც ყოველთვის ქართველი გულშემატიკვარი მაქსიმალისტია და გვინდა მწვერვალების დაპყრობა, საამისოდ ვიხსენებთ ისტორიებს და ეს მოგონებები მეტწილად, მაინც დინამო თბილისს უკავშირდება. ამ ისტორიების შემხედვარე რთულია იმის თქმა, რომ ქართველებში ვერ მოიძებნება მინიმუმ 11 ფეხბურთელი, რომელიც შედეგს დადებს და ვფიქრობ, საამისო ბაზა და შესაძლებლობები ნელ-ნელა უკვე ჩნდება. მოკლედ, რომ ვთქვათ მომავლის იმედით ვრჩებით გულშემატიკვრები.

ქართული გულშემატკივრობა, რომ ნამდვილად მოიკოჭლებს ამაზეც უნდა ითქვას ერთი ორი სიტყვა. მაგალითისთვის, ბილეთზე მეტი ნებისმიერი თამაშის დროს მზესუმზირა უფრო იყიდება და როგორც კარგ სეირს ისე გადაჰყურებენ მოედანს დედის გინებით. არ არის ეთიკა გულშემატკივრობის, ერთობლივი შეძახილი თუმცა გაფუჭებული მომენტის დროს ერთიანად ფეხბურთელებს, მხოლოდ გინება ესმით. ეს ამარზენია და არ ვიცი ამას ოდესმე თუ ეშველება. მოკლედ ბევრი, რომ არ გაავგრძელო გულშემატიკვრიობაზე თუ ესწრება მოედანს თუნდაც 25 000 ან 50 000 ყველა შემთხვევაში მაქსიმუმ ხმას იხლიჩავს დინამოს ან საქართველოს ძახილით 5 000- 10 000 ადამიანი.

ნათლად ჩანს ვიდეო, თუ როგორ ტოვებს ასობით ქართველი გულშემატიკვარი უკვე პირველი ტაიმის შემდეგ!!! და შემდეგი ვიდეო გახლავთ უკვე 70 წუთზე წამოშლილი გულშემატიკვარი, რომელიც გინებით ტოვებს ტრიბუნებს !!!

45 წუთზე: 45 წუთზე ვიდეო გულშემატკივრები ტოვებენ ტრიბუნებს

70 წუთზე: 70 წუთზე ვიდეო გულშემატკივრები ტოვებენ ტრიბუნებს

წაგებისა თუ მოგების შემთხვევაში დარჩით გუნდთან ერთად ქართველებო !!! მსგავსი, რამ არსად არ ხდება !!! 

დინამო თბილისის პრობლემები: 

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ რომან ფიფიას დინამოს აღმშენებლობისთვის და იმ არაჩვეულებრივი აკადემიის შექმნისთვის, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი და თვიონაც შეჰყურებს იმედით და მეც, როგორც ყველას გვჯერა, რომ ვიპოვნით ნამდვილ ვარსკლავებს. მაგრამ, ბატონო რომან გვაქვს სერიოზული პრობლემა და შევეცდები ეს პრობლემა გითხრათ, რომელიც ყოველ წელს მეორდება და მეორდება!!! რომლის მოთმენაც ნამდვილად შეუძლებელია!!!

  1. საქართველოს ჩემპიონატს იგებს გუნდი და შემდგომ ევრო თამაშებზე თამაშობს სულ სხვა გუნდი, აკლიათ ყველანაირი შეთამაშება და არ იცნობენ ერთმანეთს. არ შველის ბატონო ის გასვლითი ვარჯიშები თურქეთსა თუ სხვა ქვეყნებში, რომ ერთმანეთან შეთამაშება მოახდინონ. გთხოვთ, ათამაშეთ ის გუნდი, რომელიც იგებს ჩემპიონატს და არა ვიღაც ახალი ლეგიონერები, რომლებიც შესაძლოა კარგები არიან თუმცა პრაქტიკა და თამაში აკლიათ დინამოელებთან.
  2. იგივეს თქმა შემიძლია მწვრთნელებზეც !
  3. წელს კიდევ საოცარი ფაქტი დააფიქსირა დინამომ,  გაიყიდა ევრო თამაშების წინ საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირი და რეალურად შემტევი ძალა შეგვისუსტდა ! ყოვლად დაუშვებელი იყო ქვილითაიას გაყიდვა მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მოპოვებამდე და არამგონია თუნდაც ამ პროცესების შემდეგ ვინმეს უარი ეთქვა ქვილითაიას ყიდვაზე ! შეცდით, რომ გაყიდეთ ესე მალე ნიჭიერი ფეხბურთელი ! რა თქმა უნდა ყველას იმედი გვაქვს, რომ ქვილითაია ახალ გუნდი ერთი ორად გაიზრდება და ამის ყველანაირი პოტენციალი გააჩნია! წარმატებები მას !
  4. გუნდი, რომელიც აწყობილი იყო ასევე იაშვილზე და ყველა თამაშობდა ამ გენიალურ ფეხბურთელზე, არამგონია, რომ ბატონო ფიფია იაშვილს უარი ეთქვა ევრო თამაშებზე და ჯობდა იაშვილს სწორედ ამ პროცესების შემდეგ დაესრულებინა კარიერა……

დინამოს მუდმივი გულშემატიკვრები:

არ მესმის, რატომ არის საჭირო 2 ორგანიზაცია თუ დაწესებულება, როგორც გინდათ ისე დაარქვით ისიც რამოდენიმე ათეულისგან შემდგარი ცალცალკე გულშემატკივრობდეს ისე გამოდის თითქოს ერთი მხარე სხვა გუნდს გულშემატკივრობს მეორე მხარე სხვა გუნდს?! ისედაც ცოტანი ხართ და რა გაჩხუბებთ?! ძალიან გთხოვთ, რომ გააერთიანოთ ეს ფან კლუბები, რადგან ორივე დინამო თბილისის ქომაგები ხართ !!! არ გვინდა ეს დაყოფები, გვეყოდა, რაც დაიყო საქართველო !!!

და ბოლოს….

ისევ და ისევ იმედიანად შევყურებთ დინამოს, რადგან ჩვენები არიან და ყველა გუნდს გვირჩევნია ! სულ, რაღაც 1 საფეხური გვაკლია, რომ მოვხდეთ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე! იმედია მწვრთნელი ახლა, მაინც დაახვედრებს ეგრეთ წოდებულ ჯოჯოხეთს,რადგან ზაგრების დინამოსთან მხოლოდ წვიმითა და სეტყვით შემოიფარგლა…

წარმატებები დინამო თბილისს !!!

Newstime