სესიაშვილი:”პაპუაშვილი “ნაცმოძრაობის” შტატგარეშე თანამშრომელია”

106

”არ დარჩენილა არც ერთი მაღალი ტრიბუნა, საიდანაც პაპუაშვილს ამაზე არ უსაუბრია. მე მიმაჩნია, რომ პრემიერს ამ ყველაფერზე ძალიან ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, კონსტრუქციულად მიუდგა და მაქსიმალურად გამოიყენა ხელისუფლებამ ყველა შესაძლო ფორმატი, რომ ამ საქმეში გავრკვეულიყავით. სულ ვამბობდი, რომ პაპუაშვილი ამ განცხადებებს აკეთებდა მხოლოდ ნიუსების სათაურებისთვის და მეტი სხვა მიზეზი არ ჰქონდა. ამასთანავე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მაოცებს მარგველაშვილის შეშფოთება, გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ზეწოლის განხორციელების შესახებ. მაოცებს, რადგან გულუბრყვილოდ დაუჯერა პაპუაშვილს, არ ვიცი ნებსით თუ უნებლიედ”, – განმარტა დეპუტატმა. ირაკლი სესიაშვილის თქმით, ყველაფერი არის დასტური იმისა, რომ გიორგი პაპუაშვილი არის იმ ისტერიკის თანამოზიარე, რაშიც ახლა ჩავარდნილია ”ნაციონალური მოძრაობა”.

Newstime