რატომ არ უყვართ დედამთილებს რძლები – საოცარი სტატისტიკა

202

რძალ-დედამთილის შუღლი ოდითგან მოდის და აქ ახალი არაფერია. ალბათ, არ არსებობს ოჯახი, სადაც ეს პრობლემა ოდესმე თავს არ იჩენს. ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები და სხვა მეცნიერები სხვადასხვანაირად ხსნიან პრობლემის, სახელად “რძალდედამთილიანის” არსს.

ვისკონსინ-სტივენსის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ბოლოს და ბოლოს დაადგინეს, რატომ ხდება დედამთილი რძლისთვის მტერი ან პირიქით. აღმოჩნდა, რომ დედიკოებს ვაჟიშვილების ქორწინება უფრო მძიმედ გადააქვთ, ვიდრე ქალიშვილების.

დედებს აშინებთ შვილის მშობლიური სახლიდან მოწყვეტა, მისი ხასიათის ცვლილება ცოლის მოყვანის შემდეგ. ასევე, ისინი შიშობენ, რომ ახალგაზრდა რძალი არ იზრუნებს მათ შვილზე სათანადოდ, არ მოუმზადებს საყვარელ კერძს, არ გაურეცხავს დროულად და ასე შემდეგ…

თუმცა, თავის მხრივ, რძალიც არ არის ნაკლებ განცდებში. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა ცოლების უმეტესობას აღიზიანებს დედამთილის მხრიდან მის ოჯახში ჩარევა, მისი შეგონებები და რჩევები.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორივე ქალს აქვს პრეტენზია, იყოს მთავარი ერთი მამაკაცის ცხოვრებაში.

Newstime