ოთარ სიჭინავა – ვერავინ მიგვითითებს, რა როგორ უნდა ვაკეთოთ

210

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ოთარ სიჭინავა აცხადებს, რომ დღეისთვის ჩანიშნულ პროცესებზე სპეკულაციები საჭირო არ არის, რადგან თავჯდომარე მოსამართლეების დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შესახებ ინფორმირებული იყო.

კითხვაზე, როდის ჩაინიშნება პროცესი, ოთარ სიჭინავა ამბობს, რომ ყველანი ერთად შეთქნხმდებიან, როდესაც ბათუმში ჩავლენ.

„ვფიქრობ, ვითარებას, რომლის დროსაც შეუთანხმებლად მოხდება რაღაც საქმეების ჩანიშვნა,  ადგილი აღარ ექნება. ჩვენ ყველა ერთად ჩავნიშნავთ. დღეისთის მართლაც იყო ჩანიშნული ე.წ. კაბელების საქმე, მაგრამ ამ მოვლენების ფონზე ჩავთვალეთ საჭიროდ შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან. ბათუმში დაბრუნების შემდეგ შევთანხმდებით 9-ვე მოსამართლე, როდის რა და როგორ იქნება. ერთი რამ მინდა განგიმარტოთ, ვერავინ სასამართლოს ვერასდროს განუსაზღვრავს დღის წერიგს, რა როგორ აკეთოს. სასამართლოს ირგვლივ შექმნილი ფონი აშკარად არაჯანსაღია, მათ შორის საინფორმაციო ჭრილში. განცხადებები ხშირად არაკორექტული და სპეკულატიურია. ნათლად მინდა ჩემი პოზიცია გამოვხატო და ყველამ გაიგოს, ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ ერთად, რას როდის ჩავნიშნავთ. ეს ყველამ უნდა გაიგოს და ვერავინ მიგვითითებს, რა როგორ უნდა ვაკეთოთ, ვის მოსწონს და ვის არა. არც პოლიტიკოსების აზრები გვაინტერესებს და არც მასმედიის დამოკიდებულება“,-აღნიშნა ოთარ სიჭინავამ.

წყარო

Newstime