დავით სერგეენკო: თინა ხიდაშელის ადგილას რამდენიმე საათი მაინც დავუცდიდი ტემპერატურის დაწევას

174

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ყოფილი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის აზრს არ იზიარებს და აცხადებს, რომ  ხიდაშელის მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთება არასწორია .

“მე, ჩემი ყოფილი კოლეგის თინა ხიდაშელის ადგილას ასეთი კატეგორიული არ ვიქნებოდი. რამდენიმე საათი მაინც დავუცდიდი ტემპერატურის დაწევას და გააზრებას და არა პირდაპირ სანქციების დადებას, რომ ეს არის ბოლშევიზმი. ვერ დავეთანხმები ვერანაირად, მიუხედავად პიროვნული პატივისცემისა”,-განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება იყო, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებზე ერთპარტიულად წარმსდგარიყო.

“მთავრობის წევრი ვიყავი, რომელსაც ხელმძღვანელი ჰყავს. პრემიერის გადაწყვეტილება იყო, რომ ქვეყანაში, სადაც არჩევნები კოალიციამ მოიგო და ქვეყანას მართავდა კოალიცია, შემდეგ აღმოჩნდა, რომ პროზაული დასასრული გამოვიდა, სადაც ერთ ძლიერ პარტიაზე უნდა გადავწყობილიყავით ყველანი. ჩემთვის ეს იყო მიუღებელი წინადადება. შესაბამისად, მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება.

 

ჩემთვის მისაღები ვარიანტი ის იყო, რაც ყველა ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაშია – როდესაც კოალიციები, არჩევნებიდან არჩევნების ბოლო დღემდე, კოალიციურ რეჟიმში არიან. ეს არის ევროპა – ყველა დანარჩენი ბოლშევიზმია”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

წყარო

Newstime