ჯუმბერ კირვალიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს !

260

jumber

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯუმბერ კირვალიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს, ნიუს თაიმი გთავაზობთ მას უცვლელად. 

 

“მტრის ჯინაზე” კი არა, ქვეყნის სიყვარულით”!

30 წელია, თითქმის, რაც საჯარო სივრცეში გამუდმებით გვესმის ეს ორი სიტყვა, – “მტრის ჯინაზე”! ჯერ იყო და, ეროვნული მოძრაობის დაწყების გარიჟრაჟზე მიტინგი ისე არ დასრულდებოდა, რომ რომელიმე გამომსვლელს არ წარმოეთქვა ასეთი ფრაზა, – “მტრის ჯინაზე”, საქართველო მაინც მოიპოვებს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას”!.. კი მაგარამ, “მტრის ჯინი” თუ არ გვჭირს, მაშინ არ გვინდა და ვერ მოვიპოვებთ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას?! თავისუფლების მოპოვებას “მტრის ჯინი” რაში ჭირდება, ისე რა არ გვინდა ეროვნული თავისულება?! ანდა, ასეთი ფრაზა, – “მტრის ჯინაზე” საქართველო მაინც გახდება ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციის (იგულისხმება, დასავლეთი) წევრი”! ვერ გამიგია, მაინცადამაინც “მტრის ჯინი” უნდა გვჭირდეს, რომ ქვეყნისთვის მართებული და სასარგებლო გადაწყვეტილება მივიღოთ?! მოკლედ, თუ რაიმე დადებით კონტექსტში ითქმება, ქართველი პოლიტიკოსები თუ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები მუდამ ახსენებენ ამ ორ სიტყვას! დიახ, მასმედიაში გამოსვლისას ისინი, – “მტრის ჯინაზე”: აშენებენ ქვეყანას, იგებენ ბრძოლებს, აღწევენ წარმატებებს, ამრავლებენ ერს და მოიპოვებენ ბევრ სხვადასხვა გამარჯვებებს!? რა არის იცით, წლების მანძილზე არსებული ასეთი ემოციური რიტორიკით და საზოგადოებაში შექმნილი ფსიქოლოგიური ფონით, ვფიქრობ, რომ ჩვენ საკუთარ თავსაც ვიტყუებთ და მტერსაც ვუმრავლებთ საქართველოს! განა, იმიტომ გვინდა თავისუფლება და დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომ ჩვენს მტრებს გულები დაუსკდეთ!? განა, თავისუფლება, კეთილდღეობა, განვითარება და ყველა სხვა სიკეთე იმიტომ არ გვინდა, რომ ჩვენი ხალხი და ჩვენი მომავალი თაობები პოლიტიკურად და სოციალ–ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრობდნენ, სადაც მათი უსაფრხთოება საიმედოდ იქნება დაცული!? და განა, ასეთი სახელმწიფო “მტრის ჯინაზე” უნდა ავაშენოთ, თუ სიყვარულით და ერთსულოვნებით?! დიახ, მხოლოდ სიყვარულით შეიძლება ძლიერი საქართველოს აშენება, და არა “მტრის ჯინაზე”, რადგანაც, რაც ჯინით, ჯიბრით, წამხედურობით, სიძულვილით შენდება, ის აუცილებლად ხუხულასავით დაინგრევა!!!…
P.S. ახლაც, მიმდინარე საარჩევნო კამპანიას ვინც ადევნებთ თვალყურს, დამერწმუნებით, რომ ხშირად გაიგონებთ ამ ორ სიტყვას (“მტრის ჯინაზე”), რასაც თან ახლავს ზღვარგადასული ბაქიბუქი “ეშხში შესული” ორატორების მხრიდან!…

Newstime