ცილისწამება და პროვოკაცია-ბესელია თავდაცვის უწყების სკანდალზე

185

გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის გიგი კალანდაძის მიერ ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც სამხედრო ბაზების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გათქმას ეხება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია ეხმაურება. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გენერალ გიგი კალანდაძის განცხადებებს “მორიგ ცილისწამებასა და პროვოკაციას“ უწოდებს. დეპუტატი ამბობს, რომ “რუსთავი2”-ის მიერ პროვოცირეუბლი თემები ყოველთვის კითხვის ნიშნებს ბადებს.

„თქვენს მიერ მუდმივად ერთიდაიგივე ცილისმწამებლურ სტილში დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემასა და ასევე, ადამიანების ასე დემონიზების სტილის გაგრძელებას არ ვაპირებ. თუ კონკრეტული საფუძველი არსებობს რაიმე ფაქტების გადამოწმების, გამოძიების თუ გარკვევის, იცით, რომ დღეს არ არის სააკაშვილის პერიოდი, როდესაც ტაბუ ადევს რაიმე თემას, მაგრამ საკითხები და თემები, რომელიც “რუსთავი 2”-ის მხრიდან არის ხოლმე პროვოცირებული, ყოველთვის იწვევს ძალიან მაღალ ეჭვებს, ამიტომ გადამოწმებისთვის და კონკრეტული ფაქტების შესწავლისთვის აბსოლუტურად ღიაა ყველა უწყება,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

Newstime