მერაბ სეფაშვილი: ის, რაც მოხდა­ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, რეგრესია ქვეყნისთვის

402

დღევანდელი მთავრობისგან პოლიტიკაში წასვლის შემოთავაზება ნამდვ­ილად არ ყოფილა და რომც ყოფილიყო, რაღა თქმა უნდა, არ დავთანხმდებოდი.­ ის, რაც მოხდა­ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, რეგრესია ქვეყნისთვის

თეთრი რაში”, “ნისლისფერი განშორ­ება”, “ქარი ქრის”, “გაიღიმე”… მერაბ სეფაშვილის სიმღერებს ყველა იცნობს, თუმცა, სამწუხაროდ, დიდი ხანია აღარ გავუხარებივართ თავისი შემოქმედებით… ინტ­ე­რვიუს ჩაწერისას შევიტყვე, რომ 15 აგვ­ისტოს “ქუჩის ბიჭებთან” ერთად კონცერტს მართავს და გამიხარდა… საუბარი მუსიკით დავიწყეთ:

– არც კი მახსოვს, როდის გაჩნდა­ მუსიკა ჩემს ცხოვრებაში. დავდიოდი მუსიკალურ სკოლაში, მაგრამ ძალიან მეზარებოდა, როგორც ყველა ბავშვს, არც მე მიყვარდა. ერთხანს მამაჩემი კულტურის სახლის დირექტორად მუშაობდა, სადაც აპარატურა იდგა. იქ შეკრება მე და ჩემს მეგობრებს ნელ-ნელა ჩვევად გვექცა. თავიდან დასარტყამ ინსტრუმენტზე ვუკრავდი, მერე მითხრეს, უნდა იმღეროო და მეც ვიმღერე. ასე თამაშ-თამაშით აღმოვ­ჩნდი პროფესიულ სცენაზე­. 16 წლისა უკვე “რეროში” ვმღეროდი.

– არასდროს გინანიათ არჩევანი?
– არასდროს, რადგან ამაზე კარგად, ალბათ, ვერაფერს გავაკეთებდი.

– არაერთხელ გითქვამთ, რომ დღეს საქართველოში მომღერლის ცხოვრება რთულია, რადგან დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებაზე, შოუბიზნესში კი უძრაობის ხანაა…
– თუ ჩვენს საქმეს შევხედავთ როგ­ორც ბიზნესს, როგორ გითხრათ… არსე­ბობს ძვირად ღირებული ავტომობილი და ცოტა იაფი მანქანა, ასეა ჩვენი პროდუქტიც – ზოგი ძვირად იყიდება, ზოგიც იაფად. თუმცა დღეს ამაზე ლაპარაკი ძნელია – როდესაც­ ადამიანს საშუალება არა აქვს, ბილეთი იყიდოს და კონცერტს დაესწროს, რომელი პროდ­უქტის გაყიდვაზეა ლაპარაკი…

– თქვენი შემოსავლის­ ძირითად წყაროს უცხოეთში გამართული კონცერტები წარმოადგენს? მახსოვს, იხუმრეთ, იმდენს დავდივარ, უკვე მესაზღვრეები მცნობენო.
– აქაც ეწყობა პატარა-პატარა კონცერტები,­ ხანდახან აქაც ხდება რაღაც… კონცერტებზე ხან ევროპაში, ხანაც ისრაელში დავდივარ. ისრაელში შესვლა ძალიან ძნელია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე უვიზო მიმოსვლაა. ამიტომაც გამიკვირდა, მესაზღვრემ ავტოგრაფი რომ მომთხოვა. თურმე ქართ­ული წარმოშობა ჰქონია. რაღა დაგიმალოთ და, მესიამოვნა..­.

– ამას წინათ სამარშრუტო ტაქსიში რადიო იყო ჩართული და ალაგ-ალაგ მესმოდა სარეკლამო ფრაზები: “შემწვარი და მოხარშ­ული კანჭი”, “ნაბახუსევიდან გამოხვალ­ 17 ლარად”, “ხინკლის სახლში” იმღერებს მერაბ­ სეფაშვილი”… გული მომიკვდა…
– სულ ტყუილად. გული, ალბათ, სახელწოდებამ მოგ­იკლათ. რა გითხრათ, ასეთი რამეებიც ხდება – სად არ მიმღერია, მათ შორის, “ხინკლის სახლშიც”. ნებისმიერი შრომა დასაფასებელია. იქ უამ­რავი ადამიანი მოდიოდა­ და ჩემი სიმღერით ბედნიერებას რომ ვანიჭებდი, მეც ბედნიერი ვიყავი.

– ერთგან აღნიშნეთ, ბევრჯერ შემომთავაზეს პოლიტიკაში მოსვლა, მაგრამ დღევანდელ მთავრობას არაფერი შემოუთავაზებიაო… რომ შემოეთავაზებინა?
– დღევანდელ მთავრობას ნამდვ­ილად არაფერი შემოუთავაზებია და რომც შემოეთავაზებინა, რაღა თქმა უნდა, არ დავთანხმდებოდი.­ ის, რაც მოხდა­ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, რეგრესია ქვეყნისთვის. უფრო აქტიური, ენერგიული, მეტად განათლებული, საქმიანი ხალხი სჭირდება ქვეყანას. ესენი არ არიან კომპეტენტური.

– გახსოვთ, “კუკარაჩაში” როდესაც კუკარაჩასა და ინგას რომანი იწყება, ასეთი ფრაზაა: ზოგი ამბობდა, კუკარაჩას ბორბალი წაღმა დატრიალდაო, ზოგი – უკუღმაო… ეს გმირები თქვენთან არაფერ შუაშია, თუმცა ამბობენ, რაც ყოფილ პრეზიდენტს “ჩემი გმირი გიწოდე” უმღერა, მას შემდეგ… როგორ ფიქრობთ, მას შემდეგ თქვენი ბორბალი საით დატრიალდა?
– ჩემი ბორბლის მატრიალებელი მე თვითონ ვარ. არც ერთი მთავრობა არ არის შენი ბორბლის დამტრიალებელი. ყველა თავის თავზე ფიქრობს, ამიტომ მგელივით უნდა იყო, თავს რომ მიხედო. თუ წინ წავედით, რა თქმა უნდა, გამიხარდება, მაგრამ ბორბალს ისევ მე ვატრიალებ, ჩემით.

– დღეს ასე ფიქრობთ, მაგრამ როცა მღეროდით, მაშინ რა განცდა გქონდათ?
– ამ ამბის მოყოლა შორს წაგვიყვ­ანს,­ ვისაც ეგონა, რომ ვინმეს ვუმღერე, დაე, ეგონოს..

– ამ სიმღერამ რა როლი შეასრულა თქვენს ცხოვრებაში, მართლაც ამდენად მნიშვნელოვანი იყო?.. 
– არა, მითქმა-მოთქმა და ნერვების მოშლა მოჰყვა მხოლოდ.

– მითქმა-მოთქმა ახსენეთ და… ყველაზე სასაცილო ამბავი, რაც თქვენს თავზე გაგიგიათ…
– ბევრჯერ გამიგია, რომ სხვაზე­ დავქორწინდი, ბევრჯერაც ავარიით მომკლეს. ისეთებიც მსმენია, რომ მინატრია, ნეტავ მართლა ეგრე იყოს-მეთქი. მაგალითად, ზოგიერთს ჰგონია, რომ ბევრი ფული მაქვს, არადა, არა მაქვს, მაგრამ მინდა, ასე იყოს. თუმცა სულ ვამბობ: საწუწუნო არაფერი მაქვს, რომ ვუყურებ, დღეს ხალხი რა დღეშია, რა გაჭირვებაა, იმ ხალხმა, ვისაც საშუალება გვაქვს, რომ ვჭამოთ, ღმერთს მადლობა უნდა ვუთხრათ.

– ყველა მთავრობას ჰყავდა­ თავისი ფავორიტი არტისტი… ბრეჟნევის ქვეყანაში ეს იყო ლუდმილა ზიკინა, სააკაშვილის საქართველოსაც ჰყავდა თავისი­ “ზიკინა”, დღეს თუ ჰყავს ფავორიტი მოქმედ მთავრობას?
– რა ფავორიტი, ხალხი ერთმანეთის ლანძღვაზეა გადასული. არც კონცერტი ტარდება, არც არაფერი ხდება. რომელ ფავორიტზეა ლაპარაკი?! გული მწყდება, ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა რჩება ისე, საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ასწრებს.

– თავის დროზე მიიჩნეოდა, რომ თქვენი­ “თეთრი რაში” საქართველოს სიმბოლო იყო. დღეს როგორ გრძნობს თავს “თეთრი რაში”?
– რაც უნდა ამათრახონ, მაინც არ უნდა დაიდგას უნაგირი. ამდენი წელი ამისთვის ვიბრძოდით. ის უნაგირი კი, რაც არის, ყველამ კარგად ვიც­ით – ეს რუსის უნაგირია. მაშინ კომუნისტური სისტემის ნგრევა იყო და მასთან ასოცირდებოდა ყველაფერი. საქართველო უნდა იყოს მშვიდი, თავისუფალი და ლაღი – ეს არის ჩემი სურვილი. განსაცდელი დიდი იყო და დიდი იქნება, მაგრამ თუ ერთიანები ვიქნებით, ყველაფერს გადავლახავთ.წყარო

Newstime