თბილისის უბნები, რომელთაც ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდებათ

199

ხვალ, 2 ავისტოს, დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვის მიზეზი გეგმიური სამუშაოების ჩატარებაა.

ელექტროენერგია დედაქალაქის შემდეგ რაიონებს შეეზღუდება:

სამგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III დასახლების II, IV მიკრორაიონების და აბაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების I და II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის,  ქეთევან წამებულის გამზირის, წინანდლის, თელავის, კობარეთის, ახმეტის, კასპის, დოესის, წერნაკის, ნოსირის, უბილავას, ავლიპ ზურაბაშვილის,  ჭრელაშვილის, ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკის, წულუკიძის და ლაღიძის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

 

Newstime