ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” რუსეთს ემუქრება

191

ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” რუსეთს ემუქრება.

ინტერნეტპორტალ “იუთუბში” 9-წუთიანი ვიდეო გავრცელდა. ჩანაწერი რუსეთის პრეზიდენტისადმი მუქარით იწყება. ამასთან, ისლამისტები რუსეთში ჯიჰადის დაწყების პირობას დებენ.

“გვისმინე პრეზიდენტო პუტინ. ჩვენ ჩამოვალთ რუსეთში და მოვკლავთ რუსებს საკუთარ სახლებში. ჩემო ძმებო, წადით და დაიწყეთ ჯიჰადი”, – ამბობს მამაკაცი, რომელსაც სახე დამალული აქვს.

სააგენტო “როიტერტის” ცნობით, ვიდეოჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

Newstime