ელენე ხოშტარიას წყნეთში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას ცოცხი მიართვეს

232

კვირას, ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ წყნეთში, ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა. დიდგორის ქუჩაზე ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა,რეზო ხოფერიამ, მას ცოცხი მიართვა , როგორც მისი პარტიის-ნაციონალური მოძრაობის სიმბოლო.

“დღეს ჩემ უბანში, მოსახლეობასთან შესახვედრად მოსული იყო, ელენე ხოშტარია (ნაცების კანდიდატი ვაკეში)… გავედი შეხვედრაზე და საჩუქრად გადავეცი, ცოცხი! ვთხოვე ყველგან თან ეტარებინა მისი პარტიის სიმბოლო. ქ/ბ ელენეს პასუხი იყო ძალიან არგუმენტირებული და მოსალოდნელი, მიწოდა უზრდელი 🙂
ნაცებზე და ხოშტარია მეცოცხეზე კი არ მეშლება ნერვები. ქართული ოცნების ბრალი რომ არის ამათი დაუსრულებელი ბოგინი და ხალხთან შეხვედრას რო ბედავენ მაგაზე ვბრაზდები!”
წერს საკუთარ სოციალურ გვერდზე,რეზო ხოფერია.

Newstime