აფხაზეთიდან დევნილებს მაღალკვალიფიციური უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

200

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ”მზერაში” , აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ბენეფიციარებს მაღალკვალიფიციური, უფასო სამედიცინო გასინჯვები ჩაუტარდათ.აღნიშნული აქცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „ ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ“ მზერას „ შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა,რომლის მხარდამჭერი აფხაზეთის ა/რ მთავრობაა.დევნილებს,ოფთალმოლოგის,მამოლოგის,გინეკოლოგის,ენდოკრინოლოგის,ქირურგის,თერაპევტის,დერმატო-ვენეროლოგის,ექოსკოპიის,რენტგენის,მამოგრაფის,პროქტოლოგის კონსულტაცია ჩაუტარდათ.
უფასო სამედიცინო გასინჯვების მიმდინარეობას მონიტორინგს კლინიკის დირექტორი,ალექსანდრე ჩიჩუა და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი,ქეთევან ბაკარაძე უწევდნენ.

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , აღნიშნული სახის აქციებს რეგულარულად ატარებს,ამჯერად მომსახურეობით 120-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გასინჯვები მომავალშიც ჩატარდება.
ინფორმაციისთვის ეწვიეთ აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

IMG_9375

IMG_9416

Newstime