ამ პოსტს სიხარულის ცრემლებით ვწერ! ვლოცავ გულით და სულით ბიძინა ივანიშვილს!

189

“ამ პოსტს სიხარულის ცრემლებით ვწერ. “- წერს საკუთარ facebook გვერდზე სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი.
“-ღმერთო, დალოცე და გაახარე ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი და შთამომავლობა!
-გახარებული ვარ, უზომოდ გახარებული და მადლობელი: ცე ჰეპატიტის ვირუსი აღარ მაქვს!!! ეს მკურნალობის 1 თვის თავზე!
-ვინ წარმოიდგენს, რა საშინელებაა, როცა ექიმი ხარ, იცი, რა ვერაგი დაავადებით ხარ დაავადებული და ისიც იცი, რა საშინელი და მტანჯველია ამ დაავადების ბოლო! ჩემთვის აქამდე არსებული პრეპარატებით მკურნალობა არ შეიძლებოდა და ათი წელია, ველოდი, როდის გამოიგონებდნენ პრეპარატს, რომლითაც ვიმკურნალებდი! ვიმკურნალებდი, თუ შევწვდებოდი . . .
-ამიტომ ვლოცავ გულით და სულით ბიძინა ივანიშვილს! ეს მკურნალობა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხო, განურჩევლად ეროვნებისა, აღმსარებლობისა, სტატუსისა და პოლიტიკური კუთვნილებისა! ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ ძლიერ სახელმწიფოსაც კი არ აუღია თავის თავზე!
-დალოცე, უფალო, სიკეთის მკეთებელი და მისი მონაგარი!
-გმადლობთ, ბატონო ჯანდაცვის მინისტრო!
-გმადლობთ და გაიხარე, თამრიკო გეგეშიძე, ჩემო ჭკვიანო, ლამაზო და მზრუნველო ექიმო!” _მაია ნიკოლეიშვილი.

Newstime