“ამის მე არ მჯერა”- ჟორჟოლიანი ქართული არმიის სამხედრო ბაზების საიდუმლოს დარღვევის შესახებ

248

გიგი კალანდაძის სკანდალური განცხადების არ სჯერათ უმრავლესობის წევრებს. პოსტკრიპტუმში გაკეთებული განცხადება დღეს გია ჟორჟოლიანმა შეაფასა. თუმცა მისივე თქმით, “ეს საქმე უნდა გაირკვეს”.

“მინდია ჯანელიძეს არავითარი სამხედრო ობიექტები და სახელმწიფო ღალატი და საიდუმლოების გაცემა, არ შეიძლება მომხდარიყო. ამის მე არ მჯერა. რაც შეეხება საქმის გარემოებებს, ეს უნდა ვიღაცამ თქვას, ვინც კომპეტენტურია ამ საქმეში და გამოიძიონ. ყველა შემთხვევაში ეს საქმე უნდა გაირკვეს.” განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

გიგი კალანდაძის ინფორმაციით, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა

 

Newstime