სასწრაფოდ:თბილისის მერია მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

137
დედაქალაქის მერია მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს:
“თბილისის მერია შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისა და სივრცის ადაპტირების მიზნით, თბილისის მერიის პირველ სართულზე, მოქალაქეთა მომსახურების სივრცეში სარემონტო სამუშაოები იწყება, შესაბამისად, მუნიციპალური სერვისების მიღებას მოქალაქეები 1 აგვისტოდან, სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე, ჟ. შარტავას N7-ის ნაცვლად, კოსტავას N72-ში შეძლებენ.
სარემონტო სამუშაოებისა და სივრცის შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირების შემდეგ, თბილისის მერია მოქალაქეებს გაუმჯობესებულ და განახლებულ მუნიციპალურ სერვისებს შესთავაზებს :
 
  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ადაპტირებული მომსახურების სივრცე;
  სწრაფი მომსახურება;
 გაზრდილი სამუშაო საათები და მუნიციპალური სერვისების მიღების შესაძლებლობა კვირაში 6 დღის განმავლობაში (შაბათის ჩათვლით);
 სრულფასოვანი და კვალიფიციური კონსულტაცია;
 სერვისების ხელმისაწვდომობა ყველა რაიონულ გამგეობაში;
 მუნიციპალური სერვისების მიღების შესაძლებლობა ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად;
თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს დროებით შექმნილი დისკომფორტისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.
Newstime