ნინო ჩხეიძე საზოგადოებას უჩვეულო წინადადებით მიმართავს(ვიდეო)

145

 

 

მომღერალი ნინო ჩხეიძე საზოგადოებას სპეციალური ვიდეო რგოლის მეშვეობით მიმართავს.
მომღერლის თქმით, მას აქვს ინიციატივა, მისივე შესრულებით ახალ სიმღერაზე, რომელშიც რეპერი გერცი მონაწილეობს, კლიპი საზოგადოების ჩართულობით გადაიღონ.
“ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, მსგავსი კლიპი საქართველოში არ გადაღებულა. მინდოდა ჩემი თაყვანისმცემელისთვის სიურპრიზი გამეკეთებინა და მივიღე გადაწყვეტილება, ყველა მათგანი ჩავრთო ახალი სიმღერის ვიდეო კლიპში, სწორად ამას უკავშირდება ჩემი ვიდეო მიმართვა”, – აცხადებს ნინო ჩხეიძე.
ცნობისთვის, მომღერალი ნინო ჩხეიძე შოუ ბიზნეში 2004 წლიდან აქტიურად ჩაერთო, მას ათეულობით მუსიკალური დისკი აქვს გამოცემული.

Newstime