“გამოქრისტინებულები”-ცნობილი სახეების შტაბეჭდილებები აგილერას კონცერტის შემდეგ

236

მომღერალი ანრი ჯოხაძე “ფეისბუქში” ახალ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

“დილა მშვიდობისა ქრისტინა აგილერა გამოვლილო ერო”.

ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა.

“გამოქრისტინებულები”, – წერს ანრის ერთ-ერთი მეგობარი

ETANEWS

ბლოგერი გურამ შეროზია კრისტინა აგილერას კონცერტის შესახებ თავის შთაბეჭდილებებს მკიტხველს უზიარებს:

“არ შემიძლია არ გაგიზიაროთ აგილერას კონცერტის შედეგად მიღებული ემოცია!!!1. ეს იყო შოუ, სადაც თითქმის ყველაფერი გაკეთდა, რის საშუალებასაც დარბაზი აძლევდა.

2. იმღერა ყველაფერი, რაც ვიცოდით, დაიხარჯა ბოლომდე, ბოლო წვეთამდე!

3. გამოიყვანა ჯგუფი “აჭარა”, რომელიც, როგორც გავიგე შემთხვევით აღმოაჩინა თავად და ძალიან სასიამოვნო ჟესტი იყო…

4. ადამისგან განსხვავებით – გვეკონტაქტებოდა, უშუალოდ, მეგობრულად.

5. თითქმის ყველა სიმღერის შემდეგ კირსისტეხით გარბოდა ეს ამხელა ჩაპუტკუნებული გოგო და იცვლიდა, რომ ყოველ ჯერზე ახალი სანახაობა ეჩვენებინა. :))

6. ჰყავდა დიდი და ძალიან კარგი გუნდი მოცეკვავეების და ბექ ვოკალისტებისაც.

ერთადერთი: ვერ ვისწავლეთ “ღრუზინმა” ორგანიზატორებმა თავის დროზე დაწყება და მერამდენე კონცერტია, სამი საათი ვდგავართ და ველოდებით!!!

და კიდევ: hurt არ გვიმღერა, რითაც ძალიან გვაწყენინა :))

მოკლედ, ბევრი “აგილერა” საქართველოს და იმ ხალხს, ვინც პოპის მსმენელების მიმართ ირონიულ რეპლიკებს ისვრის – ვთხოვ დადუმდნენ, ვინც ძალიან ვისიამოვნეთ – შეგვარგეთ, ვინც ეს 100+ ლარი სხვა, უფრო მნიშვნელოვან საქმეს მოახმარეთ – შეგერგოთ თქვენც!

პ.ს. რეპერტუარით ისე რა, ვოკალურად მომწონდა, ვიზუალურადაც მეტ-ნაკლებად, მაგრამ გუშინდელის შემდეგ ფაქტობრივად შემიყვარდა!” – წერს შეროზია.

ეკო ფანგანი კი მხოლოდ შეკვეთილის დარბააზმა აღაფრთოვანა:

“ისეთი მაგარი დარბაზიაა!!!” – წერს აღფრთოვანებული ეკო ფანგანი კრისტინა აგილერას კონცერტიდან.

 

Newstime