“ბლექ სი არენაზე” კრისტინა აგილერას კონცერტი გაიმართა, ვინ იქნება შემდეგი?!

176

შეკვეთილში, “ბლექ სი არენაზე” ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის კრისტინა აგილერას კონცერტი გაიმართა.ახალ საკონცერტო სივრცეში გამართულ შოუს ათასობით მაყურებელი დაესწრო.
ამერიკელმა მომღერალმა დამსწრეებს ქართულად მიმართა და მადლობა გადაუხადა. კონცერტზე ანსამბლ “ბათუმის” შესრულებით ქართული სიმღერებიც გაჟღერდა.
კრისტინა აგილერამ ქართველი მსმენელისთვის ყველა ცნობილ ჰიტი შეასრულა.

კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა “ბლექ სი არენა”, სადაც მთელი სეზონის განმავლობაში მსოფლიო ვარსკვლავები კონცერტებს გამართავენ. ბრიტანელი მევიოლინე ვანესა მეი მსმენელის წინაშე 8 აგვისტოს წარდგება, 13 აგვისტოს ანსამბლ „ერისიონის“, ხოლო 20 აგვისტოს შეკვეთილში როკ-ჯგუფი Scorpions-ის კონცერტი გაიმართება.
Newstime