ჰაკერებმა ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბის კომპიუტერები გატეხეს

184

ჰაკერებმა კომპიუტერული პროგრამა გატეხეს, რომელსაც ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბი იყენებდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. „მონაცემთა დამუშავების პროგრამა, რომელსაც დემოკრატიული პარტიის შტაბი იყენებდა, ჰაკერებმა გატეხეს. ეს იყო ნაციონალური კომიტეტის სერვერებზე თავდასხმის ნაწილი“, – განაცხადა კლინტონის პრესმდივანმა ნიკ მერილმა. გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ამ თავდასხმის უკან, შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ. ინციდენტის გამოძიებას გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აწარმოებს.

Newstime