წარმატებული ქართველი ახალგაზრდები

325

საინფორმაციო სააგენტო “newstime”  აგრძელებს წამრატებული ახალგაზრდების ძიებას, ჩვენი კი, მისი ჟურნალისტების, მიზანია ვიპოვოთ ისინი და მათი ისტორია გავაცნოთ ხალხს.

დღევანდელი რუბრიკა ეთმობა ერთ ძალიან სიანტერესო ადამიანს,ის არის 23 წლის  თორნიკე აბაშიძე.რომელმაც წარჩინებით  დაამთავრა 21-ე საჯარო სკოლა. სკოლაში სწავლის პერიოდში არაერთ კონკურსში მიუღია მონაწილეობა, მათ შორის იყო სატელევიზიო პროექტი ” ყველაზე ჭკვიანი”. სკოლის დამთავრების შემდგომ, (2010 წლეს) სრული სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. 2014 წელს კი იმავე უნივერსიტეტში, კვლავ სრული დაფინანსებით, სამაგისრო პროგრამაზე, კერძო სამართლის მიმართულებით.

უნივერსიტეტში სწავლისას, პარალელურად გაიარა სტაჟირება საადვოკატო კომპანიაში და რამდენიმე სახელმწიფო ორგანოში.  ამჟამად კი მუშაობს  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში. საზღვარგარეთ, უპირატესად, “ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის” ეგიდით, გახლდათ არაერთი აკადემიური გაცვლითი ვიზიტისა და კონფერენციის მონაწილე. 2015 წელს კი მონაწილეობა მიიღო ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და ქართული უმაღლესი სასწავლებლების გერმანულენოვან კონფერენციაში.

11921651_416708465197732_8031103124955960391_n

ამა წლის ივნისში, “ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციისა” და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, გამოცხადდა სამართლის სკოლა და საკონფერენციო ესეების კონკურსი. კონფერენცია მიეძღვნა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს და გაიმართა 29 ივლისს, რომელზეც, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურისა და ჯანმრთელობის დაცვის ხელმძღვანელ პირთა მოადგილეების მისასალმებელი სიტყვის შემდეგ , თორნიკეს  ჰქონდა პატივი, კონფერენციის დამსწრეთა წინაშე წარედგინა თავისი თემა, როგორც კონფერენციის ერთ-ერთ გამარჯვებულს. მისი პრეზენტაცია შეეხებოდა პროსტიტუციის სამართლებრივი რეგულირების მნიშვნელობას, ტრეფიკინგთან და სხვა სოციალურ თუ პოლიტიკურ პრობლემებთამ ბრძოლის საკითხში. ნაშრომში მიმოიხილა მსოფლიოს განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში არსებული რეგულაციები და სცადა, შეემუშავებინა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული რეკომენდაციები.ჯილდოს სახით იუსტიციის სამინისტროსგან მიიღო სიმბოლური საჩუქრები და  ასევე, კონკურსის გამარჯვებულის სერტიფიკატი – “ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციისგან”.

13719642_510481179153793_1795110318816511932_o

თორნიკეს წარმატებები აქ არ სრულდება, მას დიდი მიზნები აქვს დასახული, გეგმავს სწავლის გაგრძელებას აშშ-ის უმაღლეს სასწავლებელში , ბიზნესსამართლის სპეციალიზაციით.

წარმატებები ვუსურვოთ თორნიკეს.

 

Newstime