„ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებელთა დაჭერის შემდეგ, ბიზნესმენთა ერთმა ნაწილმა „ნაცმოძრაობას“ გარკვეული თანხები ჩაურიცხა“

91

„როგორ იხეირა “ნაცმოძრაობამ“ მაია და გუკა რჩეულიშვილების დაპატიმრებით?“ – ამ სათაურით გაზეთი “ალია“ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, “ნაცმოძრაობას“ ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებელთა დაჭერის შემდეგ, ბიზნესმენთა ერთმა ნაწილმა გარკვეული თანხები ჩაურიცხა.
“ალიამ“ მოიპოვა ინფორმაცია, რომ “ნაცმოძრაობას“ ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებელთა დაჭერის შემდეგ, ბიზნესმენთა ერთმა ნაწილმა გარკვეული თანხები ჩაურიცხა. ეს იმ ბიზნესმენების კატეგორიაა, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს აშენდნენ, დიდი ფული იშოვეს, მაგრამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ამ პარტიას ახლოს აღარ გაკარებიან. ახლა კი იმიტომ ჩუქნიან ფულს “ნაცებს“, რომ დაიჭირონ, ადგებიან და იტყვიან, ოპოზიციურ პარტიას აფინანსებდნენო. მოკლედ, რჩეულიშვილების დაჭერამ, “ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ იმუშავა“, – წერს გაზეთი “ალია“.

Newstime