„მე გემშვიდობებით“ – თეონა გეგელია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკას“ აღარ წაიყვანს -+

283

ჟურნალისტი თეონა გეგელია ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა „პოლიტიკას” აღარ წაიყვანს. მას სავარაუდოდ, ჟურნალისტი თეა სიჭინავა ჩაანაცვლებს.

გუშინდელი გადაცემის დასრულების შემდეგ, გეგელია მაყურებელს დაემშვიდობა.

„მე გემშვიდობებით”, – განაცხადა წამყვანმა.

გავრცელებული ინფორმაციით, გეგელია „იმედის” ვებ-გვერდზე გადადის სამუშაოდ. ხოლო არხის 20:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებას, თეა სიჭინავას ნაცვლად, ჟურნალისტი თამთა გაზაშვილი გაუძღვება.

Newstime