გიორგი კვირიკაშვილი: პირველი სექტემბრიდან დანამატებით ისარგებლებენ პენსიონრები, მასწავლებლები, ექიმები, ექთნები…

270

პრემიერ-მინისტრმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ადამიანებს გვერდით დაუდგა და სასწრაფოდ გადასაწყვეტი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში დაეხმარა, რისთვისაც სახელმწიფომ დიდი რესურსი გაიღო.

მისი თქმით, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის მცხეთა-მთიანეთში.

 

რეაბილიტაცია ჩაუტარდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გუდაურიკობის მონაკვეთს; აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა მრავალ სხვა გზასა და ხიდს,სასმელი წყლის სისტემებს, სანიაღვრე და ნაპირსამაგრ სისტემებს, წყალმომარაგებისა დასარწყავ სისტემებს; აშენდა და განახლდა საბავშვო ბაღები, სკოლები; გამრიცხველიანდა და30 ათასზე მეტ ოჯახს სტაბილურად მიეწოდება ელექტროენერგია. „სინათლე ყველასოფელსპროექტის ფარგლებში ელექტრიფიცირდა უშუქო სოფლები, წლის ბოლომდე კი,დასრულდება კიდევ რამდენიმე ათასამდე ოჯახის ელექტრიფიცირება; ბუნებრივი აირისქსელში ჩაერთო 7 ათასამდე ოჯახი; წლის ბოლომდე კიდევ 1500-ზე მეტი ოჯახი ბუნებრივიაირის მომხმარებელი გახდება. ამოქმედებულია რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა ჩვენიმეწარმეების, გლეხებისა და ფერმერების დასახმარებლად, რომელთა ფარგლებშიც გაიხსნადა გადაიარაღდა საწარმოები, დამუშავდა მიწები, მოსახლეობას უსასყიდლოდ გადაეცასასოფლოსამეურნეო ინვენტარი, სასუქი, სათესლე მასალა და მცენარეთა მოვლისსაშუალებები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა, მაღალ მთაში სტიქიური უბედურებისა და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციების პრევენციის მიზნით – დარიალის ხეობაში დამონტაჟდა თანამედროვე სასიგნალო სისტემა, რომლის მეშვეობით, ბოლო სტიქიის დროს ხალხის დროულად ევაკუაცია მოხერხდა; ასევე, გუდაურში მოეწყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ტურისტული სეზონის ხანგრძლივობა.

ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს ხალხმა, პირველრიგში კი, ადგილობრივმა მოსახლეობამ. საქართველოსთვის მთა ბუნებრივი კარიბჭე დამცველია, იქ მცხოვრები თითოეული მოსახლე კი, ჩვენი სამშობლოს ნამდვილი მესაზღვრეა.ამიტომაც, მას განსაკუთრებული ყურადღება და პატრონობა სჭირდება ჩვენგან. ჩვენ,განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მივაღწიოთ, რომ მთაში დაბრუნდეს ძირძველიმოსახლეობა და მთა არ დაცარიელდეს. მთის კანონის შემოღებით ჩვენ მნიშვნელოვანიდახმარება გავუწიეთ მთაში მცხოვრებ ჩვენს გმირ ხალხს. პირველი სექტემბრიდანდანამატებით ისარგებლებენ პენსიონრები, მასწავლებლები, ექიმები, ექთნები;საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ მეწარმეები; სოციალური პაკეტით უკვესარგებლობენ ახალგაზრდა ოჯახები, მრავალშვილიანი ოჯახები. და კიდევ ერთისტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რომლითაც ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ,გახლავთ არხოტის 25-კილომეტრიანი გზის მშენებლობა. იცით, რომ პირიქითა დაპირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი გზა აქამდე არ არსებობდა. ვისურვებდი, რომარხოტისკენ სამანქანო გზის გაჭრა, მთაში დაბრუნების სიმბოლოდ იქცეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.წყარო

Newstime