სუს-მა Facebook-ში გავრცელებულ, ტერაქტის შესახებ შესაძლო მუქარის პოსტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

211

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით, რომელიც ინტერნეტ-მომხმარებლებმა თბილისში შესაძლო აფეთქების მუქარად მიიჩნიეს, გამოძიება დაიწყო.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, უწყება აღნიშნულზე ინფორმირებულია და გამოძიებას სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტი აწარმოებს.

 

„აღნიშნულზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველა საჭირო ინფორმაციას ფლობს. ინფორმაციის გავრცელებისთანავე სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ”, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

წყარო

Newstime