საუზმის გავლენა ჯანმრთელობაზე-დეტალები რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ!

175

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ დილის საუზმე ჯანმრთელობისთვის მეტად მნივნელოვანია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვტოვოთ ის. ადამიანთა უმრავლესობა დილით ან ვერ ასწრებს საუზმობას ან თუნდაც უმადობას უჩივის, თუმცა ეგ მოგვარებადია თუ გავიხსენებთ ხოლმე ერთ გამოთქმას “საუზმე თავად მიირთვი, სადილი მეგობარს გაუყავი, ვახშამი კი მტერსაც მიეცი ან საუზმისთვის დაიტოვე”. როგორ გავიხადოთ საუზმე ჩვევად?

  1. - მოიმარაგეთ ადვილად წასაღები საჭმელი სასაუზმოდ: იოგურტი, ხილი და ა.შ.
  2. - დააყენეთ მაღვიძარა 5 წუთით ადრე.
  3. – სამსახურში დატოვეთ არამალფუჭებადი საკვები. იმ შემთხვევაში თუ სახლში საუზმობას ვერ მოასწრებთ, სამსახურში მიირთმევთ.მეც­ნი­ე­რებ­მა და­ამ­ტკი­ცეს, რომ დი­ლის კვე­ბა მსუ­ბუ­ქი უნ­და იყოს და რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის სა­უზ­მე და­ა­სა­ხე­ლეს. კარ­გა ხანს მი­იჩ­ნე­ო­და, რომ სა­უზ­მე ნო­ყი­ე­რი უნ­და იყოს, რად­გან ის მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ანს ენერ­გი­ით ამა­რა­გებ­და, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოკ­ვლე­ვებ­მა ცხად­ყო, რომ ნო­ყი­ე­რი და მსუ­ყე სა­უზ­მე არათუ სა­სარ­გებ­ლო, არა­მედ მავ­ნე­ბე­ლიც კი არის, რად­გან გაცხ­ი­მოვ­ნე­ბას იწ­ვევს. მეც­ნი­ე­რებ­მა ჩა­ა­ტა­რეს კვლე­ვა, რო­მელ­შიც 1000 ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­სპე­რი­მენ­ტის მო­ნა­წი­ლე­თა კვე­ბის რა­ცი­ონ­სა და კვე­ბის დროს აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ. აღ­მოჩ­ნდა, რომ მსუ­ყე სა­უზ­მე ხელს უწყ­ობს სხე­უ­ლის მა­სის გაზ­რდა­სა და სის­ხლის წნე­ვის მო­მა­ტე­ბას. ექ­სპე­რი­მენ­ტმა ცხად­ყო, რომ მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლი სა­უზ­მე კან­ქვე­შა ცხიმ­ში გა­და­დის, რად­გან დი­ლის სა­ა­თებ­ში ორ­გა­ნიზ­მში გლუ­კო­ზის შე­მად­გენ­ლო­ბა საკ­მა­ოდ და­ბა­ლი­ა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე­დი­კო­სე­ბი გვირ­ჩე­ვენ, დი­ლით მსუ­ბუ­ქად ვი­სა­უზ­მოთ.

e32a16f4a8aa

ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის აზ­რით, სა­უზ­მე­ზე ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო ერ­ბოკ­ვერ­ცხი­ა. კვერ­ცხი დი­ე­ტუ­რი პრო­დუქ­ტია და დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით პრო­ტე­ი­ნებს, ვი­ტა­მი­ნებ­სა და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტებს შე­ი­ცავს, რაც პირ­ველ რიგ­ში, გო­ნებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს.

 

a452_543_1364225633166040

ბრი­ტა­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი კი სა­უ­კე­თე­სო სა­უზ­მედ წვნი­ანს მი­იჩ­ნე­ვენ, რად­გან კერ­ძე­ბი, რომ­ლე­ბიც სითხ­ეს შე­ი­ცა­ვს, სწრა­ფად ამა­რა­გე­ბს ორ­გა­ნიზმს სა­ჭი­რო მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბით. ასე­თი კერ­ძი და­გა­ნაყ­რებთ და იმავ­დრო­უ­ლად ნაკ­ლებ კა­ლო­რი­უ­ლი­ცა­ა.

ბოლოს კი უფრო დაწვრილებით გეტყვით თუ მაინც რა სარგებლობა მოაქვს საუზმეს:

1) გულის დაავადებების რისკი მცირდება. ის ადამიანები, რომლებიც საუზმეს ტოვებენ, გულის დაავადებებსი რისკი 27%-ით იზრდება. როცა საუზმეს ტოვებენ, მოგვიანებით უფრო მეტს მიირთმევენ რაც ქოლესტერინის დონეს მაღლა სწევს.

2) აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. მით უმეტეს, თუ შესაბამის საკვებს შეარჩევთ, მაგალითად, ჰერკულესს.

3) მცირდება დიაბეტის რისკი. ის მამაკაცები რომლებიც საუზმეს  ტოვებენ, დიაბეტით დაავადების რისკი 21%-ით ეზრდებათ, ხოლო ქალებს  - 27%-ით.

4) საუზმე ნორმალური წონის შენარჩუნებაშიც გეხმარებათ. უკვე დამტკიცებულია რომ დილით მსუბუქი საუზმე სიმსუქნისგან დაგიცავთ. ასეთ დროს ცილების და მინერალების გარკვეულ რაოდენობას იღებთ, რაც შიმშილის შეგრძნებას თრგუნავს,  მეტაბოლიზმის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. დღის განმავლობაშიც უფრო მარტივად მიიღებთ დაბალანსებულ საკვებს და ეს არა მარტო გარეგნობისთვის, თქვენი ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა.

Newstime