რას წერდა ჭაბუა ამირეჯიბი ზურაბ ჩხაიძეზე

142

სოციალურ ქსელში ჭაბუა ამირეჯიბის გზავნილი ვრცელდება, რომელიც მან სიცოცხლეში ზურაბ ჩხაიძეს გაუგზავნა. პოლიციის გენერალი ზურაბ ჩხაიძე 2016 წლის არჩევნებზე კენჭს ოზურგეთში იყრის.
“ბატონო ზურაბ, მოგეხსენებათ ხმა არა მაქვს, ამდენად იძულებული ვარ, ტელევიზიას ორიოდ სიტყვა წერილობით ვუთხრა, თქვენ რაც იცოცხლეთ და იღვაწეთ, მხოლოდ თქვენი ღირსეული წინაპრების ანდერძით იყო და არის. მინდა პარლამენტის წევრი რომ იყოთ, რადგან ვიცი თქვენი უზარმაზარი ენერგია, ღვთით ბოძებული ნიჭი ჩვენი სამშობლოს მომავალს დაამშვენებს, თქვენ უანგარო მამულისშვილი ხართ და თქვენი პატიოსნება დიახაც, ჭირდება ამ არეულსა და პოლიტიკური ავანტიურიზმით აღსავსე საქართველოს. პატივისცემით, ჭაბუა ამირეჯიბი.”

Newstime