ეკა ბესელია: შეთანხმებული მაქვს გითხრათ, რომ თავდაცვის მინისტრი ნოდარ ხადური იქნება

103

პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

როგორც მან აღნიშნა, სხდომაზე მაჟორიტარობის ორ კანდიდატზე იმსჯელეს, რომლებსაც გიორგი კვირიკაშვილი მცხეთა-მთანეთის რეგიონში 29 ივლისს წარადგენს.

გარდა ამისა, მისივე თქმით, გადაწყდა, რომ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის პროცესი დაჩქარდეს.

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის კანდიდატურას, ბესელიას ინფორმაციით, პოლიტსაბჭოზე კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბრია არ ყოფილა, თუმცა ითქვა, რომ პრემიერი თინა ხიდაშელის შემცვლელის ვინაობას კანონით დადგენილ ვადებში დაასახელებს.

„თუმცა, ნოდარ ხადურთან შევათანხმე, რომ მეთქვა – თავდაცვის მინისტრი ნოდარ ხადური იქნება”,- განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან.

Newstime