„გლეხებს არც კი სჯეროდათ…“- რა აჩუქა ივანიშვილმა საქართველოს 1994 წელს?

134

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი საჩუქარი, 1994 წელს გამოუგზავნა. 22 წლის წინათ ფოთის პორტში გემი შემოვიდა („კომპოზიტორი ნოვიკოვი”) და გემის საწყობიდან დიდი რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ჩამოიტვირთვა დაიწყეს. (მაშინ ელექტროენერგია ხშირად ითიშებოდა და დაგეგემილი 8 საათის ნაცვლად, ტექნიკას 28 საათი ტვირთავდნენ).

მერაბ ბერაძე: „ეს იყო დაახლოებით 20 წლის წინათ, მაშინ „მოამბეში” ვმუშაობდი, დამიკავშირდნენ ჯუმბერ პატიაშვილი და გარდაბნის გამგებელი ხუტა მამალაძე და ერთი საინტერესო ფაქტი მაცნობეს… ჯუმბერი და მე სტუდენტობიდან ვიცნობდით ერთმანეთს, ორივე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ვსწავლობდით. მოვიმარჯვე კამერა და 2 მანქანით ფოთში გავემგზავრეთ (ჯუმბერ პატიაშვილი, ბიჭი მაისურაძე, ხუტა მამალაძე, ალეკო ივანიშვილი და სხვები, ყველას ვერ ჩამოვთვლი, არ გამომრჩნენ…). ფოთში გემი ჩამოდგა, გაიხსნა გემის საწყობის კარი და თვალი რომ ვერ დაიჯერებს, იმ რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადმოიტვირთა. სიხარულისგან პატარა ბავშვებივით ცრემლი მოგვადგა თვალზე… დაუჯერებელი სანახაობა იყო, იმ დროს, როცა იმედი სრულიად გამქარლი იყო და გლეხებს არც კი სჯეროდათ, რომ მიწის სამუშაოებს დაუბრუნდებოდნენ”.

– ბატონო მერაბ, თქვენ იცოდით, ვინ გამოუგზავნა ეს ტექნიკა ქართველ გლეხებს?

– მე ვიცოდი… მაგრამ გამაფრთხილეს, მთხოვეს, რომ გადაცემაში არ მეხსენებინა მისი სახელი…

ალეკო ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილის ძმაა, არა მხოლოდ მან – ამ აქციის ყველა მონაწილემ სთხოვა ჟურნალისტ მერაბ ბერაძეს არ გაეხმაურებინათ მეცენატის სახელი. გადაცემის სახელია: „ცისკრის ვარსკვლავი – ანუ საჩუქარი საქართველოს”. ეს ფრაზა კონსტანტინე ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკრიდან” ავიღე – ამბობს ჟურნალისტი.

ვინ სთქვა ჩვენში სასწაულები არ ხდებაო?” – ასე იწყებს მერაბ ბერაძე გადაცემას.

და ასე ამთავრებს: „რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ბოლოს? ყველაფერი ეს დაახლოებით 3000 კაცს დაასაქმებს საქართველოში და ისინი მომხმარებლიდან, მწარმოებლებად იქცევიან. მარტო გარდაბნის რაიონში უკვე 3-ჯერ, 4-ჯერ გაიზრდება მარცვლეული კულტურების ფართობები. ასევე 1 000 ჰექტარით გაფართოვდება მეცხოველეობის საკვები ბაზისათვის საჭირო ნაკვეთი. ასევე განსაკუთრებული ყურადღება მრავალშვილიან, ომში დაღუპულ და მარტოხელა პენსიონერებს დაეთომოდა. მათ უფასოდ მოემსახურება ეს ტექნიკა…”;
წყარო

Newstime