ტიბეტური ჰოროსკოპი: გაიგე შენი ბედი 97 %-ის სიზუსტით

227

კაშკაშა ჰაეროვანი გველი

დაბადების წლები: 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000

ამ წლებში დაბადებული ადამიანები ძალიან წინააღმდეგობრივები არიან. ნებისმიერ მომენტში მათ შეუძლიათ კეთილი ფერიიდან ბოროტ მონსტრად გადაიქცნენ.  ამ ნიშნის ადამიანები ძალიან მგრძნობიარე და ინფანტილურები არიან, გახსნილი და კომუნიკაბელურები. უყვართ მხიარულება და უდარდელი ცხოვრება.

ვისთან იმეგობრონ: შავ კამეჩთან

ვის მოერიდონ: ცეცხლთა მცველს

იღბლიანი რიცხვები – 3, 15, 27

გაფურჩქვნის დრო – თებერვალი

 

კობრა

დაბადების წლები: 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გამოდიან ნამდვილი ორატორები, ფილოსოფოსები და პედაგოგები. ისინი მზრუნველი და ცოტათი მფლანგველები არიან, ყოველთვის ცდილობენ დაეხმარონ გარშემომყოფებს, ამიტომ ხანდახან ავიწყდებათ საკუთარი თავი.

ვისთან იმეგობრონ: ცხელ მზესთან

ვის მოერიდონ: კაშკაშა ჰაეროვან გველს

იღბლიანი რიცხვები – 1, 13, 25

გაფურჩქვნის დრო – ივნისი

 

ცეცხლთა მცველი                 

დაბადების წლები: 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002

ცეცხლთა მცველი – ოჯახური კერის მცველია, რომელსაც მოაქვს სინათლე და სიხარული. ამ ნიშნის ადამიანებს ძალიან აქვთ განვითარებული ინტუიცია. მათ თბილად ხვდებიან მეგობრების წრეში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მარტოსულები არიან. ამ ტიპის ადამიანები ძალიან კეთილსინდისიერი და პატიოსნები არიან.

ვისთან იმეგობრონ: ბერმონაზონთან

ვის მოერიდონ: კაშკაშა ჰაეროვან გველს

იღბლიანი რიცხვები – 4, 16, 28                                                                             გაფურჩქვნის დრო – იანვარი

 

სუფთა წყლის წყარო

დაბადების წლები: 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003

სუფთა წყლის წყარო – გულუხვობის, სიკეთისა და პოზიტიური ენერგიის შადრევანია. მათთვის უცხოა სისასტიკე, უსამართლობა და მერკანტილობა. ისინი ატარებენ სასიკეთო ამბებსა და დადებით ემოციებს, აფასებენ მეგობრულ ურთიერთობებს.

ვისთან იმეგობრონ: ნეფრიტის სვეტთან

ვის მოერიდონ: ტყავის სამაჯურს

იღბლიანი რიცხვები – 5, 17, 29

გაფურჩქვნის დრო – მაისი

 

ნეფრიტის სვეტი 

დაბადების წლები: 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004

ამ ნიშნის ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ სიმშვიდესა და განმარტოებას. ცხოვრებაში ძალიან აქტიურები არიან, აქვთ გამჭრიახი გონება, იმყოფებიან ჭეშმარიტის მუდმივ ძებნაში. საზოგადოებაში ტოვებენ ცივი და ძალაუფლების მოყვარული არისტოკრატის შთაბეჭდილებას.

ვისთან იმეგობრონ: ლითონის გონგთან

ვის მოერიდონ: შავ კამეჩს

იღბლიანი რიცხვები – 6, 18, 30

გაფურჩქვნის დრო – ნოემბერი

 

ლითონის გონგი 

დაბადების წლები: 1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005

ამ ნიშნის ადამიანები, მამაცი რაინდების მსგავსად – ერთგული, კეთილშობილი და გულუხვები არიან. ისინი ნებისმიერ ცხოვრებისეულ ცვლილებას თვლიან გარდაუვალს, ცდილობენ არ გამოამჟღავნონ ცუდი თვისებები. იმისათვის, რომ არ აყვნენ ცდუნებას, ბევრ რამეში ზღუდავენ საკუთარ თავს.

ვისთან იმეგობრონ: ნეფრიტის სვეტთან

ვის მოერიდონ: ტბის კუს

იღბლიანი რიცხვები – 7, 19, 31

გაფურჩქვნის დრო – სექტემბერი

 

ტბის კუ

დაბადების წლები: 1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006

ამ ნიშნის ადამიანები თავად მართავენ საკუთარ ბედს და ქმნიან სასიკეთო პირობებს ჩანაფიქრების გასახორციელებლად. ტბის კუ ნაზი და ერთგულია, მათთვის უცხოა ინტრიგები და ეშმაკობები. მაგრამ მათ უნდა ახსოვდეთ, რომ გარშემომყოფი ადამიანები არც ისეთი კეთილი და უეშმაკოები არიან.                                                                                                                                                                     ვისთანიმეგობრონ:ცეცხლთა მცველთან

ვის მოერიდონ: ლითონის გონგს

იღბლიანი რიცხვები – 8, 20, 30

გაფურჩქვნის დრო -აპრილი

 

ტყავის სამაჯური

დაბადების წლები: 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007

ამ წლებში დაბადებულ ადამიანებს იტაცებთ მისტიკა, მათ აინტერესებთ ნებისმიერი საიდუმლოები და გამოცანები. სიმარტოვეში დარჩენის შიშის გამო, ისინი ცხოვრებაში მუდმივად წინ მიიწევიან, ეძებენ ახალ მეგობრებს. ამ ნიშნის ადამიანებს სძულთ აგრესია და კონფლიქტები. საკუთარი დამოუკიდებლობის მიუხედავად, ემოციურად მიჯაჭვულები არიან ყველაზე ახლო ადამიანებს.

ვისთან იმეგობრონ: ცხელ მზესთან

ვის მოერიდონ:  ბერმონაზონს

იღბლიანი რიცხვები – 9, 21, 23

გაფურჩქვნის დრო – მარტი

 

შავი კამეჩი

დაბადების წლები: 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008

შავი კამეჩი მოქმედებს პირდაპირ, ურჩევნია მაშინვე გაარკვიოს ყველაფერი, რომ თავიდან აიცილოს უსიამოვნო სიტუაციები. ამ ნიშნის ადამიანები ძლიერი და თავდაჯერებულები არიან, რითაც იზიდავენ გარშემომყოფებს.

ვისთან იმეგობრონ: კაშკაშა ჰაეროვან გველთან

ვის მოერიდონ: კობრას

იღბლიანი რიცხვები – 10, 22, 29

გაფურჩქვნის დრო – ივლისი

 

ახალი მთვარე

დაბადების წლები: 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009

ახალი მთვარის ნიშნის ქვეშ იბადებიან მეოცნებე, მგრძნობიარე და ნაზი ადამიანები, მაგრამ მათ შეუძლიათ გამოავლინონ აქტიურობა საქმეებში და ვნებიანობა სიყვარულში. ახალი მთვარე ძალიან ცვალებადია, ეჭვიანი და მერყევი – ეს კი ქმნის ბევრ საზრუნავს.

ვისთან იმეგობრონ: კაშკაშა ჰაეროვან გველთან

ვის მოერიდონ:ნეფრიტის სვეტს

იღბლიანი  რიცხვები – 11, 23, 31

გაფურჩქვნის დრო – აგვისტო

ცხელი მზე

დაბადების წლები: 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010

ამ ნიშნის ადამიანები აღსავსე არიან სასიცოცხლო ძალითა და ოპტიმიზმით.  ისინი ერთგული მეგობრები და დამხმარები არიან, მათზე ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება დაყრდნობა. ყველაზე მეტად მათ თავისუფლების დაკარგვის ეშინიათ. ამ წლებში დაბადებული ადამიანები ნებისმიერ რთულ სიტუაციებს აგვარებენ გასაოცარი სისწრაფით, თანაც საკუთარი თავის სასარგებლოდ.

ვისთან იმეგობრონ: ტყავის სამაჯურთან

ვის მოერიდონ: ცეცხლთა მცველს

იღბლიანი რიცხვები – 12, 24, 26

გაფურჩქვნის დრო – ოქტომბერი

 

ბერმონაზონი

დაბადების წლები: 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011

ამ ნიშნის ადამიანები სიცოცხლის მოყვარულები და კომუნიკაბელურები არიან, გააჩნიათ ცოცხალი წარმოსახვა, უყვართ დისკუსიები და კამათი. ისინი არაფრით არ გადაუხვევენ ერთხელ არჩეული გზიდან. სიყვარულში ეს ადამიანები ერთგულები არიან, არ შეუძლიათ სისაძაგლის გაკეთება და ღალატი.

ვისთან იმეგობრონ: ცეცხლთა მცველთან

ვის მოერიდონ: სუფთა წყლის წყაროს

იღბლიანი რიცხვები – 11, 23, 28

გაფურჩქვნის დრო – დეკემბერი

http://www.pomada.ge/geo/main/index/547

Newstime