ტერორის რუკა – „დეილი მეილი“ ევროპაში 2014-2016 წლებში მომხდარი ტერაქტების სტატისტიკას აქვეყნებს

239

ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“ ევროპაში 2014-2016 წლებში მომხდარი ტერაქტების რუკას აქვეყნებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ორ წელიწადში ევროპის ტერიტორიაზე 18 ტერაქტი მოხდა, რომელშიც 443 ადამიანი დაიღუპა.
გამოცემის ინფორმაციით, 2014 წელს ბრიუსელში ტერორისტული შეტევების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2015 წელს მთელ კონტინენტზე 267 ადამიანი დაიღუპა. 2016 წელს კი ტერაქტების შედეგად 172 ადამიანი დაიღუპა. ყველაზე სისხლიანი ტერაქტი 2015 წლის ნოემბერში პარიზში მოხდა – იქ 155 ადამიანი დაიღუპა, მეორე ადგილზეა ანკარა – 102 დაღუპულით, ხოლო მესამეზე ნიცა – 84 დაღუპულით.

Newstime