რომელ ქვეყნებს ჰყავს ყველაზე მაღალი ქალები და მამაკაცები და რა უწყობს ხელს სიმაღლეში ზრდას?

207

ჟურნალმა eLife ადამიანის სიმაღლის ყოვლისმომცველი ანალიზი ჩაატარა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ლატვიელი ქალები და ჰოლანდიელი მამაკაცები იმ ორ ჯგუფს შეადგენენ, რომლებიც პლანეტაზე ყველაზე მაღლები არიან. ჰოლანდიელი მამაკაცის საშუალო სიმაღლე 183 სანტიმეტრია, ლატვიელი ქალის კი – 170 სანტიმეტრი.

კვლევამ ისიც ცხადყო, რომ ყველაზე დაბალი კაცები აღმოსავლეთ ტიმორში ცხოვრობენ, მათი საშუალო სიმაღლე 160 სანტიმეტრს შეადგენს; ყველაზე დაბალი ქალების სამშობლო გვატემალაა. 1914 წელს აქ ქალის საშუალო სიმაღლე 140 სანტიმეტრს უდრიდა, დღეს კი ეს რიცხვი 150 სანტიმეტრამდე გაიზარდა.

რეიტინგით პირველ 25 ქვეყანაში არაევროპული მხოლოდ ავსტრალიაა. აშშ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქალებისა და კაცების რაოდენობით მე-3 და მე-4 ადგილებს იკავებდა, ახლა რეიტინგში 37-ე და 42-ე ადგილებზე განთავსდა. დიდი ბრიტანეთის მამაკაცებმა 31-ე, ქალებმა კი 38-ე ადგილები დაიკავეს.

წარმოგიდგენთ ტოპ ათეულს:

2014 წლის მაჩვენებლით, ქვეყნები ყველაზე მაღალი ქალებით (1914 წელთან შედარებით)

  1. ლატვია
  2. ნიდერლანდები
  3. ესტონეთი
  4. ჩეხეთის რესპუბლიკა
  5. სერბეთი
  6. სლოვაკეთი
  7. დანია
  8. ლიტვა
  9. ბელორუსია
  10. უკრაინა

 

2014 წლის მაჩვენებლით, ქვეყნები ყველაზე მაღალი კაცებით (1914 წელთან შედარებით)

  1. ნიდერლანდები
  2. ბელგია
  3. ესტონეთი
  4. ლატვია
  5. დანია
  6. ბოსნია და ჰერცოგოვინა
  7. ხორვატია
  8. სერბეთი
  9. ისლანდია
  10. ჩეხეთის რესპუბლიკა

 

სიმაღლეს ნაწილობრივ გენეტიკა განაპირობებს, დიდი როლი მიუძღვის ჯანმრთელობასა და სანიტარულ პირობებსაც. განსაკუთრებით ძლიერია კავშირი სიმაღლესა და კვებას შორის.

კვების კარგი რაციონი, რომელიც მდიდარ ქვეყნებშია ხელმისაწვდომი, სიმაღლეში გაზრდას უწყობს ხელს. მაგალითად, ჰოლანდიელი ხალხის სიმაღლეში მატება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან პირდაპირ კორელაციაშია. აქედან გამომდინარე, რამდენიმე ეკონომისტი სოციალური კეთილდღეობის საზომად სიმაღლეს იყენებს.

წყარო:http://www.sazogadoeba.ge/news.php?post_id=45385

Newstime