მოკვდა მაია ჩემთვის – ვახტანგ რჩეულიშვილი

107

„ მაია რომ დაიჭირეს ისეთი ტრამვა მივიღე, ვითომ მოკვდა და ვერასოდეს ვნახავ. თურმე რა ცუდი დღე გველის ყველა ხანში შესულ მეუღლეებს, როდესაც სიკვდილი უცილობლად დაგვაშორებს!
მაგრამ ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩვენი მკვლელი ეს ხელისუფლება იქნებოდა, კორცხელის ეპიზოდის შემდეგაც კი. ის, რომ ხელისუფლება წლებია გვძარცვავს არ მიკვირს-საარჩევნო კომპანიები ყოველთვის მკვეთრი დაპირისპირების რეჟიმში ტარდება და ყველა ხელისუფლება, წასულიც და ახალიც ყოველთვის იყენებს თავის რესურს, მათ შორის აყაჩაღებს ბიზნესმენებს ფულის გამოსაძალველად და ატყუებს ხალხს, რომ მდიდარს ღარიბის გულისა ძარცვავს! ( გამოგვიჩნდნენ აქ კაკო ყაჩაღები!).
მაიას ქონების ნაწილიც კი ყოფნის ყველა მშენებლობის დამთავრებას, მაგრამ არ აყიდინებდნენ, ამაზე დაიწყო კონფლიქტი პროკურატურასთან. მხოლოდ თავისათვის უნდოდათ ყველა ქონება- ნინოშვილის ბაზარი, თავისუფლების მოედანი, სააკაძის მოედანი და სხვა ელიტარული ნაკვეთები თბილისში და რეგიონებში -მაგალითად 1 ლარად გაყიდული 10 სართულიანი სასტუმრო თელავში!). ამ ქონების წასართმევად (20 მლნ. $ რაც ორჯერ მეტია იმ თანხაზე, რაც ყველა მშენებლობას ამთავრებს) წამოიწყო უკანონო ბრალდების საქმე ბათუმის მაგნოლიაზეც-დამთავრებულ მშენებლობაზე, სადაც ორი წელია ხალხი ცხოვრობს! ვინაიდან სალომე ჩარკვიანისაგან მაიას წინააღმდეგ ჩვენება მიეღოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაანთავისუფლეს! ანუ სალომე პროკურატურამ მძევლად აიყვანა და მხოლოდ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებისას გამოუშვა. მიხარია, რომ დასრულდა სალომეს წვალება, მაგრამ მიჩნდება მეორე შეკითვა: ვის რათ უნდა გამომძალველი და ყაჩაღი პროკურატურა და ხელისუფლება? თუ თქვენზე გგონიათ, რომ ფიქრობენ ხალხო?“ _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვახტანგ რჩეულიშვილი.

Newstime